ირაკლი ჭიაურელი
ირაკლი ჭიაურელი (დ. 8 მარტი, 1948, თბილისი — გ. 17 ოქტომბერი, 2013) — ქართველი დირიჟორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია . 1973 – 1975 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1975 – 1977 წლებში იყო მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემირეოვიჩ–დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი. 1977 – 1994 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად, 1991 – 1997 წლებში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 1997 – 2004 წლებში მერსინის ოპერის თეატრის დირიჟორი. ქართული რეპერტუარებიდან და ოპერებიდან შესრულებული აქვს : მერი დავითაშვილი, „ნაცარქექია“, ზაქარია ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“. ვიქტორ დოლიძე, „ქეთო და კოტე“. ასევე შესრულებული აქვს ბალეტები: გერშვინი–ოძელი, „პორგი და ბესი“. საორკესტრო ნაწარმოებებიდან შესრულებული აქვს: გიორგი ჩლაიძე, „სამი სიმფონიური მინიატურა“, ალექსანდრე შავერზაშვილი „მცირე მიწა“, ზურაბ ნადარეიშვილი, „საგალობლები“, ირაკლი გეჯაძე კონცერტი კამერული ორკესტრისათვის, ელიზბარ ლომდარიძე კონცერტი ვიოლონჩელოსათვის, მისივე „სიყვარულის ლირიკა“. სხვა რეპერტუარებიდან შესრულებული აქვს: ბეთჰოვენი, ოპერა „ფიდელიო“, ჯუზეპე ვერდი, „ტრავიატა“, „აიდა“, ჯოაკინო როსინი „სევილიელი დალაქი“, რიხარდ შტრაუსი „სალომე“ და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბოლისი, 2015, გვ. 568