ალექსანდრე შავერზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შავერზაშვილი
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1919 (1919-07-08) (104 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

ალექსანდრე შავერზაშვილი (დ. 8 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 2003) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1947 წლიდან ასწავლიდა კომპოზიციას თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში, 1955 წლიდან თეორიულ საგნებს; 1952 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1951 წლიდან ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; შექმნილი აქვს: ოპერები „მარინე“ (1954), „ოიდიპოს მეფე“ (1964), „ახალი ნაპირებისაკენ“, სამი საფორტეპიანო ტრიო (1952, 1968, 1979), საფორტეპიანო კვინტეტი, ორი სიმებიანი კვარტეტი, სონატა ვიოლონჩელოსათვის (1970), ორი საფორტეპიანო კონცერტი, ვოკალურ–სიმფონიური ციკლი „ხმა იდუმალი“ (1977, ნ. ბარათაშვილის ლექსებზე), სამი სიმფონია(1945, 1962, 1976), სიმფონიური სურათი „მტკვარი“ (1958), სიმფონიური პოემები — „ლენინელები“ (1968), „მცირე მიწა“ (1980), კანტატები, ოპერეტები, მცირე ფორმის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1951 წელს.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1946-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10 . თბ., 1986, გვ. 670;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2002, გვ.59

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]