ელიზბარ ლომდარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ელიზბარ ლომდარიძე (დ. 22 ოქტომბერი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 14 თებერვალი, 2020) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი.

1974 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1972–1974 წლებში ასწავლიდა თბილისის საესტრადო–საცირკო სასწავლებელში მუსიკის თეორიის საგნებს; 1974 წლიდან იყო თბილისის III სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1975–1979წლებში ამავე სასწავლებლის თეორიული განყოფილების გამგე; 1981–1985 წლებში რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1985-1990წწ. თბილისის N15 მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1992-1996 წლებში მოსკოვის მუსიკალური კოლეჯის დირექტორი; 1997-2004 მ. ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის რექტორი; 2008-2011წწ. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუსიკალური დეპარტამენტის კონსულტანტი.

დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტები ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1973, 1976), „ეპიტაფია“ სიმფონიური ორკესტრისათვის (1977, მიუძღვნა ვასო გოძიაშვილს), სიმფონია (1980); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – ვოკალურ–სიმფონიური პოემა ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1975), ორატორია სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1976), „სამი ფრესკა“ ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – „მუსიკალური ჩანახატები“ ფორტეპიანოსათვის (1969), მინიატურები კამერული ორკესტრისათვის (1970), სიმებიანი კვარტეტი (1974), მუსიკა კამერული ორკესტრისათვის (1975), სონატები ფორტეპიანოსათვის (1975, 1976); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ხმებისა და ფორტეპიანოსათვის (1966), „სიყვარულის ლირიკა“ ვოკალური ციკლი სოპრანოსა და ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1977); ინსტრუმენტული კონცერტი: საფორტეპიანო „თბილისური“ (1977), „იმერული“ (2000), „ერისიონი“ (2000), „მეგრული“ (2001), „გურული“ (2002), „ქართლ-კახური“, „აჭარული“; საბავშვო კონცერტები: „ენკი-ბენკი“ (2003).

ლონდარიძის ნაწარმოებები შესრულებულია: უნგრეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, აშშ და სხვ. მისი N4 სიმფონია აღიარებულია „წლის საუკეთესო მუისიკალურ ნაწარმოებად“ (2010), სამავშვო მუსიკის განვითარებაში შეტალი წვლილისთვის დაჯილდოებულია თბილისის მერიის ოქროს მედლით (2010).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012: საქართველოს ეროვნული პრემია


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]