ირაკლი ციციშვილი (არქიტექტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი ციციშვილი
Irakli cicishvili .jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი 1918(1918-12-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 4 მაისი 2001(2001-05-04) (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი
ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი სამამულო ომის ორდენი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
საქართველოს ღირსების ორდენი

ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1918 — გ. 4 მაისი, 2001) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), საბჭოთა კავშირის გმირი (1943), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1996).[1] თბილისის საპატიო მოქალაქე (1984).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში.[3]

1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის, აგრეთვე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის (მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1943).[4]

1945 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ კათედრაზე; 1956 წლიდან კათედრის გამგე. მუშაობდა საქართველოს მეცნიერების აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1978 წლებში იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე;[5] 1978-1990 წლებში საქართველოს კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველოს უფროსი.

ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის უჯარმის კომპლექსი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია — „ქართული არქიტექტურის ისტორია“ (1955), ქართული არქიტექტურის საწყისები“ (1955, რუსულ ენაზე), „საქართველოს არქიტექტურა“ (1976), „უჯარმა“ (1982), „თბილისი — არქიტექტურული ძეგლები“ (გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე, 1985), „საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვა“ (1986), „ქართული ხელოვნების ისტორია“ (1985), „ქართული არქიტექტურის ძეგლები“ (ინგლისურ, რუსულ ენებზე, 1986) და სხვა.[6]

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VIII, IX და XI მოწვევების დეპუტატი. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის ღირსების ორდენი (1994).

გარდაიცვალა 2001 წლის 4 მაისს, თბილისში, 82 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[7] 2016 წლის დეკემბერში, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის N5-ში დაიდგა ირაკლი ციციშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია არქიტექტორი გურამ ნიკოლაძე.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ირაკლი ციციშვილი. Iverieli. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
  2. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერიის საიტი. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.?
  3. ЦИЦИШВИЛИ: ГЕРОЙ БИТВЫ ЗАДНЕПР. Maxpark.com (5 მარტი, 2015). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტობერი, 2019.
  4. საინტერესო ფაქტები ცნობილ ქართველებზე. Reportiori.ge (3 თებერვალი, 2014). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
  5. ირაკლი ციციშვილი: ფოტოპორტრეტი. თსუ-ს ბიბლიოთეკის კატალოგი. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
  6. ირაკლი ციციშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.
  7. Цицишвили, Ираклий Николаевич. „Герои страны“. წაკითხვის თარიღი: 18 ოქტობერი, 2019.
  8. არქიტექტორ ირაკლი ციციშვილის ბიუსტი თაბუკაშვილის ქუჩაზე დადგეს. city.kvira.ge (20 დეკემბერი, 2016). წაკითხვის თარიღი: 18 ოქტომბერი, 2019.