მაია ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაია ციციშვილი
დაიბადა 13 მარტი, 1953
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 23 მაისი, 2020 (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი

მაია ციციშვილი (დ. 13 მარტი, 1953, თბილისი — გ. 23 მაისი, 2020, იქვე) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993). ირაკლი ციციშვილის ქალიშვილი.

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. 1992 წელს — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1976 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1998 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1999 წლიდან თსუ ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი. 2004-2006 წლებში იყო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი. 2006-2009 წლებში კონკურსის წესით არჩეული იყო თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრულ პროფესორად, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. 2010-2020 წლებში თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით. სამეცნიერო კვლევის სფერო — ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XIX-XXI სს.). კითხულობდა ლექციების კურსს: ახალი ქართული სახვითი ხელოვნება, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი, ქართული მოდერნიზმი ევროპულ და რუსულ სახვით ხელოვნებასთან მიმართებით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]