შინაარსზე გადასვლა

ირაკლი შუშანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი ლავრენტის ძე შუშანია (დ. 20 მაისი, 1927, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 1982, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი საოპერო მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორი ს. ინაშვილის კლასი). ამავე წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. შესანიშნავი ვოკალურ-სცენური მონაცემების მეოხებით შექმნა დასამახსოვრებელი სახეები ქართულ თუ უცხოურ ოპერებში, მათ შორის აღსანიშნავია: კაც ზვამბაია. ხევისბერი (ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“, „მინდია“), ლეპორელო (მოცარტის „დონ ჟუანი“) ტრაჩენკო (სერგეი პროკოფიევის „სემიონ კოტკო“) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 929, თბ., 2002;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]