იოჰან გეორგ საქსონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰან გეორგ საქსონელი

იოჰან გეორგ პიი კარლ ლეოპოლდ მარია იანუარი ანაკლეტ საქსონელი (გერმ. Johann Georg Pius Karl Leopold Maria Januarius Anacletus von Sachsen; დ. 10 ივლისი, 1869, დრეზდენი — გ. 24 ნოემბერი, 1938, ალტსხაუზენი) — საქსონიის სამეფოს პრინცი. საქსონიის უკანასკნელი მეფის ფრიდრიხ ავგუსტის ძმა, ხელოვნების ცნობილი ექსპერტი და კოლექციონერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანე დაიბადა საქსონიის მეფე გეორგის და მისი მეუღლის მარია ანა პორტუგალიელის ოჯახში, რომელიც იყო რვიდან მეექვსე შვილი და მეორე ვაჟი. პრინცი გაიზარდა დრეზდენში და მიიღო მკაცრი რომაულ-კათოლიკური განათლება.

თავდაპირველად განათლებას კერძი მასწავლებლებთან ღებულობდა. 1881 წლიდან იოჰანემ დაიწყო სამხედრო საქმის სწავლა. 1889-1890 წლებში მის უმცროს ძმასთან მაქსიმილიანე საქსონელთან ერთად სწავლა დაიწყო ფრაიბურგის უნივერსიტეტში სახელმწიფოწარმოებისა და უფლების სპეციალობით. შემდეგ გადავიდა ლეიფციგის უნივერსიტეტში, სადაც ისმენდა ლექციებს ისტორიასა და ხელოვნების შესახებ. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაიკეთა სამხედრო კარიერა საქსონის არმიაში, რომელიც დაასრულა ინფანტერიის-გენერლის წოდებით. იყო მე-8 ფეხოსანტა ფოლკის შეფი. 1893 წელს წარმოადგენდა საქსონიის სამეფო სახლს საკსონის ლანგტაგის პირველ პალატაში.

იოჰანე ცნობილი იყო ხელოვნების მიმართ მხურვალე ინტერესით, რომელმაც განაპირობა მისი მოგზაურობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში. მოგზაურობისას ის იძენდა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებსა და ყოველდღიური ყოფის საგნებს.

მოგზაურობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან გეორგ საქსონელმა იმოგზაურა შემდეგ ქვეყნებში, სადაც იძენდა სხვა დასხვა საკოლექციო მასალას:

  • 1898 წელს ეკლესიებისა და მონასტრების საგანძურების შესასწავლად რუსეთში გაემგზავრა;
  • 1899 წელს ინგლისში;
  • 1904 წელს ავსტრიაში;
  • 1905 წელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები — იტალია, ტუნისი, საბერძნეთი და თურქეთი, სადაც მან მოინახულა მუზეუმები და კოლექციები ათენსა და კონსტანტინოპოლში;
  • 1905 წელს — ადრიატიკა;
  • 1906 წელს — სამხრეთ საფრანგეთი, სამხრეთ გერმანიისა და შვეიცარიის გავლით;
  • 1906 წელს — რომი და ლაციო;
  • 1907 წელს — ადრიატიკა, ბალკანეთი და ჩრდილო იტალია;
  • 1908 წელს — სამხრეთი საფრანგეთი;
  • 1908 წელს — ;
  • 1908 წელს — ;
  • 1909 წელს — საფრანგეთი;
  • 1909 წელს — ჩრდილო იტალია და შვეიცარია;
  • 1909 წელს — სამხრეთ გერმანია;
  • 1909 წელს — ;
  • 1910 წელს — იტალია და სამხრეთ საფრანგეთი;
  • 1910 წელს — სირიის, პალესტინისა და სინაის უდაბლოები. იმყოფებოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სადაც შეიძინა ოთხი ფრესკა[1];
  • 1911 წელს — დიდი ბრიტანეთი;
  • 1912 წელს — ეგვიპტე;
  • 1912 წელს — რომი;
  • 1912 წელს — სამხრეთი გერმანია და მისი მდინარეები;
  • 1913 წელს — ;
  • 1913 წელს — სამხრეთ გერმანია;
  • 1914 წელს — ქვემო სილეზია;
  • 1914 წელს — სამხრეთი საფრანგეთი;
  • 1914 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1915 წელს — ;
  • 1916 წელს — ;
  • 1916 წელს — ;
  • 1916 წელს — ;
  • 1917 წელს — ;
  • 1917 წელს — ;
  • 1917 წელს — ;
  • 1917 წელს — ოტობოირენში;
  • 1918 წელს — ;
  • 1918 წელს — ;
  • 1919 წელს — ბად-ჰარსფელდში და ფულდაში;
  • 1919 წელს — სამხრეთ გერმანიაში;
  • 1920 წელს — ფრანკონიაში;
  • 1925 წელს — იტალიაში;
  • 1927 წელს — ეგვისპტის, პალესტინის, იორდანიის და სირიის უდაბნოში;
  • 1928 წელს — ეგვისპტის, პალესტინის, იორდანიის და სირიის უდაბნოში;
  • 1929 წელს — ესპანეთში;
  • 1930 წელს — ეგვისპტის, პალესტინის, იორდანიის და სირიის უდაბნოში;

იოჰანეს კოლექციაში იყო საკმაო რაოდენობა ეგვიპტური არტეფაქტებისა. მიუხედავად მისი მრავალფეროვანი კოლექციისა ის განსაკუთრებით მოხიბლული იყო ქრისტიანული ხატებით. მის კოლექციაში არსებული 150 ხატი ძირითადად XV-XIX საუკუნეს განეკუთვნება, რომლებიც მან რუსეთში, საბერძნეთში, კონსტანტინოპოლში, კრეტაზე, პალეტინაში, ეგვიპტესა და იტალიაში შეიძინა. მის კოლექციაში ასევე იყო მრავალი აკვარელით ნახატი და სხვადასხვა ცნობარები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა.

იოჰანეს კოლექციონერობის გარდა მეცნიერულად იკვლევდა მის ხელთარსებულ მასალას. 1909 წლიდან ის აქვეყნებდა მისი მოგზაურობებს სხვადასხვა გამოცემებსა და წიგნებში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და ძმასთან მისი დაცილების შემდეგ ის ფრაიბურგში გადავიდა და თავი მიუძღვნა მის მოგზაურობებსა და კერძო კვლევებს.

1938 წლის 23 ნოემბერს პრინცი იოჰან გეორგი გარდაიცვალა ვიურტერბერგში ალტსხაუზენის სასახლეში, დასაფლავებულია დრეზდენში ხოფკირხეში. 1949-50 წლებში რეინალდ-პფალცის კულტურის სამინისტრომ შეიძინა პრინც იოჰან გეორგის კოლექცია და გადასცა მაინცეს იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს. 1981 წლიდან კოლექცია გადაეცა მაინცის ლანდესმუზეუმს, რომლის მუდმივ ექსპოზიციის ნაწილს წარმოადგენს დღევანდელ დღემდე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან გეორგის პირველი ქორწინება ფილიპე ვიურტემბერგერის ასულ მარია იზაბელა ვიურტემბერგერზე შედგა 1894 წლის 5 აპრილს შტუდგარდში, ვიურტემბერგის სამეფოში; შვილები არ ყოლიათ[2]. მარია გარდაიცვალა 1904 წელს დრეზდენში.

მეორე ქორწინება ალფონსო ბურბონ-სიცილიელის ასულ პრინცესა მარია იმაკოლატტა ბურბონ-სიცილიელზე, შედგა 1906 წლის 30 ოქტომბერს კანა, საფრანგეთი; შვილები არ ყოლიათ[3].

იოჰანს დარჩა ერთი ქორწინებისგარეშე შვილი — იოჰან ვილგელმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sammler-Pilger-Wegbereiter. Die Sammlung des Prinzen Johann Georg von Sachsen, 2004, ISBN 3-8053-3448-8
  • Ein Prinz im Orient. Johann Georg von Sachsen als Reisender, Sammler und Schlossbesizter, 2010, ISBN 978-3-95498-307-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]