იოშქარ-ოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
იოშქარ-ოლა
Йошкар-Ола
Collage of Yoshkar-Ola (2009).png
დროშა გერბი
Flag of Yoshkar-Ola (Mariy-El).png Coat of Arms of Yoshkar-Ola (Mariy-El).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი მარი-ელი
კოორდინატები 56°37′58″ ჩ. გ. 47°53′45″ ა. გ. / 56.63278° ჩ. გ. 47.89583° ა. გ. / 56.63278; 47.89583
დაარსდა 1584
ადრეული სახელები 1919-მდე - ცარევოკოქშაისკი
1928-მდე - კრასნოკოქშაისკი
ამჟამინდელი სტატუსი 1781
ფართობი 100,39[1]—101,8[2][შენიშვნა 1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 90
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტალური
მოსახლეობა 265 044 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 2640,14 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები 68 %, მარიელები 24 %, თათრები 4,3 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლობა, ისლამი
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8362
საფოსტო ინდექსი 424000
საავტომობილო კოდი 12
ოფიციალური საიტი i-ola.ru
იოშქარ-ოლა — რუსეთი
იოშქარ-ოლა

იოშქარ-ოლა (ლუგოვომარ. Йошкар — “წითელი“, Ола — „ქალაქი“— „წითელი ქალაქი“, ძვ. Царь-ола, Царла, Чарла[3]) — ქალაქი რუსეთში, მარი-ელის რესპუბლიკის დედაქალაქი.

მოსახლეობა — 265 044 ად. (2016 წ). ქალაქი დაარსდა 1584 წელს, როგორც მეფე თედორე I-ის სამხედრო ციხესიმაგრე ვოლგა-ვიატსკის რეგიონის ცენტრში, მდინარე პატარა კოქშაგის (ვოლგის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე[4]. 1919 წლამდე ქალაქს ეწოდებოდა ცარევოკოქშაისკი, 1919-1928 წწ.— კრასნოკოქშაისკი[3]. 1984 წელს ქალაქი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

თანამედროვე ქალაქი იოშქარ-ოლა რესპუბლიკის ძირითადი სამრეწველო, კულტურული და სამეცნიერო და ფინურ-უნგრული ხალხთა ჯგუფის კულტურის ცენტრია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ მოსახლეობა თანამედროვე იოშქარ-ოლის ტერიტორიაზე ცხოვრობდა მეზოლითის ეპოქიდან[3] [5].

XVI საუკუნემდე აღნიშნული ტერიტორია შედიოდა ყაზანის სახანოს შემადგენლობაში და დასახლებული იყო მარიელებით[3]. 1552 წელს ივანე მრისხანემ ყაზანის სახანო თავის სამეფოს შეუერთა. ადგილობრივი მოსახლეობა მეფის ერთგული იყო, მაგრამ მალე დამორჩილებაზე უარი განაცხადეს. 1553 წლის გაზაფხულზე მის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩერემისების ომებს. აჯანყება პერიოდულად გამწვავდებოდა და პრობლემებს უქმნიდა ცენტრალურ ხელიუფლებას. მეფემ გადაწყვიტა აქ „ქალაქი-ციხესიმაგრის“ დაარსება, სწორედ ეს პერიოდი ითვლება ქალაქ იოშქარ-ოლის დაარსების თარიღად[6].

„სამეფო ქალაქი კოქშაგზე“ (საიდანაც მოგვიანებით ქალაქმა მიიღო ოფიციალური სახელი ცარევოკოქშაისკი) დააარსა მეფე თედორე I-მა 1584 წელს, ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ. თავდაპირველად ცარევოკოქშაისკი ტიპიური სამხედრო დასახლება იყო, ციხესიმაგრე გარშემორტყმული იყო ხის კედლებით[2]. დროთა განმავლობაში ქალაქმა დაკარგა სამხედრო ფუნქცია და ნელ-ნელა გადავიდა ვაჭრობაზე და ხელოსნობაზე. ქალაქში დასახლება დაიწყეს ხელოსნებმა, ვაჭრებმა, გლეხებმა. ქალაქის საზღვრები გასცდა ძველი ციხესიმაგრის კედლებს. მოსახლეობის უმეტესობა მიწათმოქმედებით დაკავდა. ქალაქის გარეუბნებში მოჰყავდათ სვია. განვითარდა სატყეო მეურნეობა და არყის გამოხდის მრეწველობა[4]. მაგრამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას მაინც სამხედროები შეადგენდნენ[6].

იმპერატორმა პეტრე I-მა ცარევოკოქშაისკი გააერთიანა ყაზანის გუბერნიაში, რომელიც მთლიანად მოიცავდა ვოლგისპირეთს ნიჟნი ნოვგოროდიდან ასტრახანამდე. 1775 წელს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყაზანის გუბერნიაში გაერთიანდა მხოლოდ შუა ვოლგისპირეთი და ცარევოკოქშაისკი ხელახლა ჩამოყალიბებული გუბერნიის სამაზრო ცენტრი გახდა[4].

XVIII საუკუნეში ქალაქი რამდენადმე შეიცვალა. აიგო ქვის სახლები, აშენდა ხუთი ეკლესია: სამების (1736 წ.), იერუსალიმში შესვლის (1754 წ.), ამაღლების (1756 წ.), აღდგომის (1759 წ.), ტიხვინის (1774 წ.). ამავე საუკუნეში გამოჩნდ აპირველი სამრეწველო საწარმოები. დაიწყო ქვის ნაგებობების შენების ბუმი (აქამდე ქალაქი მთლიანად ხის ნაგებობებისგან იყო აგებული)[3].

1835 წელს შეიქმნა ქალაქის პირველი ოფიციალური გეგმა. ამ პერიოდისათვის ქალაქში სულ 2 000 ადამიანი ცხოვრობდა[2]. XIX საუკუნის შუა პერიოდისათვის ქალაქი პოლიტიკური გადასახლების ცენტრად იქცა. 1863 წლის შემდეგ აქ გადმოასახლეს იანვრის აჯანყების მონაწილეები[4].

XX საუკუნის დასაწყისისათვის ცარევოკოქშაისკი წყნარი პროვინციალური ქალაქი იყო. ეკონომიკის ძირითადი დარგი იყო სოფლის მეურნეობა.

1919 წლის 17 თებერვალს ქალაქს კრასნოკოქშაისკი უწოდეს. 1920 წლის 18 ივნისიდან ვიატკის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1920 წლის 4 ნოემბერს დაარსდა მარეთის ავტონომიური ოლქი და კრასნოკოქშაისკი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1928 წლის 25 იანვრიდან ქალაქმა მიიღო მარეთის ეროვნული სახელწოდება იოშქარ-ოლა („წითელი ქალაქი“). 1936 წლიდან მარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქია. 1992 წლიდან კი მარი-ელის რესპუბლიკის დედაქალაქი.

1990 წელს ქალაქმა მიიღო ისტორიული ქალაქის სტატუსი, მიენიჭა დაცული ტერიტორიის სტატუსი. 2009 წელს მიიRეს ქალაქის განვითარების გეგმა 2025 წლამდე, რის გამოც მას 2010 წლის 29 ივლისს ჩამოართვეს ისტორიული ქალაქის სტატუსი.

ოფიციალური სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოშკარ-ოლის თანამედროვე გერბი მიიღეს და სახელმწიფო ჰერალდიკურ რეესტრში შეიტანეს 2011 წლის 22 ივნისს. გერბი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც გამოსახულია ვერცხლისფერი ლოსი ოქროსფერი რქებით და ჩლიქებით. ფარი ბოლოვდება ოქროსფერი ხუთ ქონგურიანი კოშკით, რომელსაც ძირზე გასდევს მარიული ეროვნული ორნამენტი[7].

დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოშქარ-ოლის ამჟამად მოქმედი დროშა მიიღეს 2011 წლის 22 ივნისს. იგი წარმოადგენს მართკუთხა ლაჟვარდოვან ქსოვილს, რომლის ცენტრშიც გამოსახულია ვერცხლისფერი ლოსი ოქროსფერი რქებით და ჩლიქებით.

ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ჰიმნს ეწოდება „სიმღერა იოშქარ-ოლაზე“, რომლის კომპოზიტორიცაა ანდრეი ეშპაი, ხოლო ტექსტის ავტორი - ლეონიდ დერბენიოვი[7]. ჰიმნის შემსრულებელია მომღერალი ედუარდ ხილი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მარის დაბლობზე, მდინარე ვოლგიდან ჩრდილოეთით 50 კმ-ში, მდინარე პატარა კოქშაგის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 100 მეტრზე. ქალაქის ფართობია 101,8 კმ²[2]. მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაშორებულია 862 კილომეტრით.

ქალაქში კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია გრძელი ცივი ზამთრით და თბილი ზაფხულით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა +17,2 °C. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, ტემპერატურა მერყეობს +34…+38 °C შორის. შემოდგომა ცივი და ტენიანია. ზამთარი იწყება ნოემბერში, ზამთრის საშუალო ტემპერატურაა −11,7 °C. ყველაზე ცივი თვეა იანვარი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით იოშქარ-ოლის მოსახლეობის რაოდენობაა 252 935 ადამიანი[1] (რესპუბლიკის 36,5 % და ქალაქის მოსახლეობის 57,3 %). მოსახლეობის 55,2 % — ქალია, 44,8 % — მამაკაცი. საშუალოდ ყოველ ათას ქალზე მოდის 813 მამაკაცი და ყოველ ათას კაცზე 1230 ქალი[8]. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობის სიმჭიდროვეა  — 2594,5 ად/კმ²[9].

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში 96 ერის წარმომადგენელი ცხოვრობს[10].

მოსახლეობის
რაოდენობა,
ად. (2010)
[10]
% სულ %
მათ შორის ვინც
აჩვენა ეროვნება
სულ 248782 100,00 %
1 რუსები 152447 61,28 % 66,81 %
2 მარიელები 58001 23,31 % 25,42 %
3 თათრები 10202 4,10 % 4,47 %
4 უკრაინელები 2075 0,83 % 0,91 %
5 ჩუვაშები 1397 0,56 % 0,61 %
6 აზერბაიჯანელები 523 0,21 % 0,23 %
7 სომხები 513 0,21 % 0,22 %
8 ბელარუსები 511 0,21 % 0,22 %
9 მორდვები 311 0,13 % 0,14 %
10 უდმურტები 261 0,10 % 0,11 %
სხვა 1933 0,78 % 0,85 %
მიუთითა ეროვნება 228174 91,72 % 100,00 %
არ მიუთითა ეროვნება 20608 8,28 %

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს რთული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა აქვს, რაც განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა დროს მის შემადგენლობაში შევიდა 20-მდე სოფელი[3].

რსფსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 27 დეკემბრის ბრძანების მიხედვით იოშქარ-ოლა დაიყო ორ რაიონად: ლენინის და საქარხნო რაიონებად[5].

ამჟამად ქალაქის შემადგენლობაში შედის შემდეგი მიკრორაიონები: 1—9, 9ა, 9ბ, 9გ, 10, ალიონკინო, ბერიოზოვო, ბოლნიჩნი, ბოლშოე ჩიგაშევო, აღმოსავლეთის, გომზოვო, დუბკი, დასავლეთის, ზვიოზდნი, ინტეგრალი, კომსომოლსკი, ლენინის, მაშინოსტროიტელი, მირნი, მალადიოჟნი, მიშინო, ნაგორნი, ნიკიტკინო, იქტიაბრკი, ორშანსკი, პრედზავოდსკი, პრიბრეჟნი, რემზავოდი, სვერდლოვი, ჩრდილოეთი, საბჭოთა, სომბატხეი, სპორტივნი, ტარხანოვო, ცენტრალური, ჩერნოვკა, ჩიხაიდაროვო, შირიაიკოვო, საიუბილეო[11]..

ქალაქის ოლქის შემადგენლობაში მდებარეობს ქალაქის ირგვლივ მდებარე შემდეგი დასახლებები: აკშუბინო, აპშაკბელიაკი, დანილოვო, იგნატევო, კელმაკოვო, ნოლკა, სავინო, სემიონოვკა, შოია-კუზნეცოვო, იაკიმოვო[12].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის კულტურული ძეგლები ასახავენ ქალაქის ფორმირების სხვადასხვა პერიოდს დაწყებული შუა საუკუნეებიდან დამთავრებული XX საუკუნემდე.

რევოლუციამდელი ეპოქის არქიტექტურის ნიმუშები ძირითადად საცხოვრებელი სახლებია, რომლებიც ეკუთვნოდა ქალაქის მდიდარ მოსახლეებს. ასეთი სახლებია: ჩულკოვის კარ-მიდამო (XIX საუკუნის დასასრული); კორეპოვების სახლი (XIX საუკუნის შუა წლები); ბულიგინის სახლი (1835 წ.); კარელინის სახლი (XVIII საუკუნის შუა წლები); ნაუმოვის სახლი და სხვა. დღემდე შემონახული ყველაზე ძველი ნაგებობებია პჩელინის სავაჭრო სახლი (1756 წ.), ამაღლების ეკლესია (1759 წ.) და ტიხვინის ეკლესია (1779 წ.)[13].

XX საუკუნის ძეგლებიდან აღსანიშნავია რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობა (1938 წ.); შსს-ს სამმართველო (1939 წ.), აბანო № 2 (1939 წ.); მთავარი რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსი (1940 წ.); საბჭოების სახლი (1937 წ.); საცხოვრებელი სახლი და სხვა[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 БД ПМО Республики Марий Эл. Город Йошкар-Ола
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Городской еженедельник «Йошкар-Ола». Специальный выпуск. Генеральный план города от 3 марта 2009 года. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Очерки о городе Йошкар-Ола и населённых пунктах, вошедших в городскую черту. Информационный ресурс Республики Марий Эл "12rus.ru". წაკითხვის თარიღი: 2016-02-02.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 12. Исландия — Канцеляризмы. — М.: Большая Российская энциклопедия, 2008. — 767 с.: ил.: карт. (стр. 301—302, статья Йошкар-Ола)
  5. 5.0 5.1 История сёл и деревень Республики Марий Эл. Город Йошкар-Ола. — Йошкар-Ола, 2004
  6. 6.0 6.1 Очерки о городе Йошкар-оле и населённых пунктах, вошедших в городскую черту. 12rus.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2010-11-21.
  7. 7.0 7.1 Герб города Йошкар-Ола. Администрация городского округа «Город Йошкар-Ола». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2010-11-11.
  8. Пресс-релиз № 38 от 04.08.2010г.. Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Марий Эл. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2011-04-16.
  9. Регионы России. Основные социально-экономические показатели городов - 2009 г. Города Республики Марий Эл.. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2011-04-16.
  10. 10.0 10.1 Итоги Всероссийской переписи населения 2010 года. Информационный бюллетень: № 2 — Город Йошкар-Ола. Национальности. Маристат.
  11. Городской еженедельник «Йошкар-Ола», 15 июля 2009 года № 27 (974); (стр. 87, статья «Генеральный план — положения о территориальном планировании»)
  12. Реестр административно-территориального устройства Республики Марий Эл. Утверждён постановлением Правительства Республики Марий Эл от 18 января 2008 г. № 9
  13. Йошкар-Ола. Марийский государственный университет. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-13. წაკითხვის თარიღი: 2010-11-21.

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მონაცემები წარმოდგენილია „ქალაქ იოშკარ-ოლას“ საქალაქო ოლქის საზღვრებში.