იოსი გინსბერგი
იოსი გინსბერგი | |
---|---|
ებრ. יוסי גינסברג | |
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1959 (65 წლის) |
დაბადების ადგილი | ისრაელი |
საქმიანობა | მწერალი, მოგზაური, motivational speaker და მეცენატი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
ალმა-მატერი | თელ-ავივის უნივერსიტეტი |
საიტი | ghinsberg.com |
იოსი გინსბერგი (ებრ. יוסי גינסברג; დ. 25 აპრილი, 1959, თელ-ავივი) — ებრაელი მოგზაური, მწერალი და ქველმოქმედი. ცხოვრობს ავსტრალიაში[1]. მსოფლიოში ცნობილი გახდა ამაზონის ჯუნგლებში 1981 წელს გადამხდარი ისტორიის შედეგად[2][3].
ამაზონის ჯუნგლებში გადატანილი ისტორია საფუძვლად დაედო რეჟისორ გრეგ მაკლინის ფსიქოლოგიურ ტრილერს „ჯუნგლები“, რომელშიც იოსი გინსბერგის როლს დენიელ რედკლიფი ასრულებს.
მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობის შემდეგ 1981 წელს ყოფილი პატიმრის ანრი შარიერის ავტობიოგრაფიული წიგნით, „ფარვანა“, შთაგონებულმა, გადაწყვიტა რომ ემოგზაურა სამხრეთ ამერიკაში. გინსბერგი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა რათა მოეგროვებინა მოგზაურობის თანხა და გამოეკვლია ამაზონის ჯუნგლები[4]. იოსი ჩავიდა ვენესუელაში და იქიდან ავტოსტოპით კოლუმბიაში. აქ იგი დაუმეგობრდა ამერიკელ ფოტოგტრაფს კევინ გეილს და მასთან ერთად გაემგზავრა ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში[5]. ლა-პასში იოსი დაითანხმა ავსტრიელმა გეოლოგმა კარლ რუპრეხტმა გაყოლოდა ექსპედიციაში ბოლივიის ამაზონიაში ოქროსა და ინდიელების სოფელ ტაკანას მოსაძებნად. აქ მათ შეუერთდა კევინ გეილის მეგობარი, შვეიცარიელი მასწავლებელი მარკუსი[6].
21 წლის იოსი და მისი ორი ახალი მეგობარი კარლ რუპრეხტთან ერთდ ჩაფრინდნენ ქალაქ რურენაბაკში. ადგილობრივი მოსახლეობა აფრთხილებდა საფრთხის შემცველი მოგზაურობის შესახებ, თუმცა ჯგუფი მაინც გაემგზავრა ჯუნგლებში, მდინარე ბენის ხეობაში. ხელმძღვანელობდნენ რუპრეხტის შედგენილი რუკით და ჩერდებოდნენ სოფლებში მარაგის შესავსებად და მედიკამენტების ასაღებად[7]. როდესაც საკვები გამოელიათ დაიწყეს მაიმუნების ჭამა. ჯუნგლებში რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ, მეგობრები მიხვდნენ, რომ რუპრეხტი ატყუებდა ოქროსა და ინდოეთის სოფლის შესახებ და იგი იყო ავსტრიელი კრიმინალი, რომელიც ოქროს ეძებდა თავისი ეგოისტური მიზნებისათვის. ამის გამო ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა, რამაც მარშრუტის შეცვლა გამოიწვია[8]. გეილმა და გინსბერგმა გადაწყვიტეს ტივის აშენება და მისი საშუალებით გზის გაგრძელება მდინარე ტუიჩიზე, ხოლო შემდეგ მდინარე ბენიზე. რადგან რუპრეხტმა არ იცოდა ცურვა მარკუსთან ერთად მდინარის გასწვრივ ფეხით არჩია მგზავრობა სოფელ ტაკანამდე. შეთანხმდნენ რომ შეხვდებოდნენ აღდგომას ლა-პასში[7].
მთის მდინარეზე გეილმა და გინსბერგმა ტივის მართვა ვერ შეძლეს და მხედველობის არიდან ერთმანეთი დაკარგეს. გეილმა გაცურა ნაპირზე, ხოლო იოსი დინებამ გაიტაცა. გეილი ოთხი დღე ეძებდა გინსბერგს, თუმცა დაიკარგა და ხუთი დღის შემდეგ იპოვეს ადგილობრივმა მეთევზეებმა. გინსბერგი სამი კვირა ცხოვრობდა ველურ ჯუნგლებში სრულიად მარტოდ, საკვებად იყენებდა ყველაფერს რისი შეჭმაც შეიძლებოდა: კენკრა, ხილი, ფრინველის კვერცხები პირდაპირ ბუდეებიდან[9][10]. სამი კვირის შემდეგ იოსი შეხვდა კევინს, რომელიც იოსის მოსაძებნად მოტორიანი ნავით ადგილობრივ მაცხოვრებელთან ერთად აუყვა მდინარის დინებას. ჯუნგლებიდან დაბრუნების შემდეგ სამი თვე მკურნალობდა საავადმყოფოში[9].
ეკრანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს Arclight Films-მა გამოაცხადა, რომ აპირებდა იოსი გინსბეგის წიგნის „ჯუნგლები: გადარჩენის დაუჯერებელი და ნამდვილი ამბავი“ ეკრანიზაციას. ფილმი „ჯუნგლები“ ეკრანზე გამოვიდა 2017 წლის 17 ოქტომბერს. გადაღებები დაიწყო ფილმის გამოსვლიდან ექვსი თვით ადრე და მიმდინარეობდა კოლუმბიაში. იოსის როლი შეასრულა დენიელ რედკლიფმა[11], რეჟისორი — გრეგ მაკლინი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსი გინსბერგი დაიბადა და გაიზარდა თელ-ავივში[12]. მისი მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ[10]. 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში სადაც მსახურობდა სამი წელი[8]. ამაზონის ჯუნგლებიდან დაბრუნების შემდეგ დაასრულა თელ-ავივის უნივერსიტეტი[13].
სამჯერ იყო ქორწინებაში. ჰყავს ოთხი შვილი: მია, ხაიამი, ნისიმი და შალომი. ისინი ცხოვრობენ ისრაელში, ავსტრალიასა და აშშ-ში[13].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Browne, Rachel (2007-04-08). „The Unending Mystery“. The Sydney Morning Herald.
- ↑ Fontaine, Tom. Extraordinary tales of human survival. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-14. ციტირების თარიღი: 2013-12-09.
- ↑ Cleland, Marie. (2009-02-26) 8 incredible survival stories. Matador Network. ციტირების თარიღი: 2013-12-07.
- ↑ Hendrix, Steve. (1998-09-08) Lost and Found. www.washingtonpost.com. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ „Israeli's survival story reaches Hollywood“. Ynetnews. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ What You Can Learn About Finding Success From The Man Who Was Lost In the Jungle
- ↑ 7.0 7.1 Parque Madidi, rico em biodiversidade e em histórias | ((o))eco. www.oeco.com.br. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ 8.0 8.1 Simon Round, I was lost in the Amazon jungle
- ↑ 9.0 9.1 [https://web.archive.org/web/20140407125625/http://www.totallyjewish.com/entertainment/features_and_reviews/?content_id=9597 Lauren Krotosky, I'm not a celebrity, get me out of here!
- ↑ 10.0 10.1 Henna Rakheja (2016-10-20). „A film on me is like a dream come true: Israeli author Yossi Ghinsberg“. Hindustan Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ „Berlin: Daniel Radcliffe to Star in Thriller 'Jungle' (Exclusive)“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ I Shouldn't Be Alive
- ↑ 13.0 13.1 YOSSI GHINSBERG. Premiere Speakers Bureau.