იოსებ ხუცურაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იოსებ (სანდრო) ხუცურაული (დ. 1 აპრილი, 1929, თიანეთის მაზრა, სოფ. ღულელები) — ქართველი მოქანდაკე, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

5 წლის იყო, როცა სკოლაში შევიდა, რომელიც განთავსებული იყო მშობლების ახლადაშენებულ სახლში, სადაც შემდგომში დედამისმა პირველი სკოლა გახსნა და შვილებსაც იქ მიაღებინა დაწყებითი განათლება. დედამ მალე იქვე გახსნა სოფლის პირველი საბავშვო ბაღი. მამა — რაიონის „მტს“-ის მთავარი მექანიკოსი იყო. გარდაიცვალა 1944 წელს 42 წლის ასაკში. მამის სიკვდილის შემდეგ დედამ შვილებთან ერთად თბილისში გადმოინაცვლა. ათწლედის დამთავრების შემდეგ იოსებმა მუშაობა დაიწყო მასწავლებლად სოფელ ტოლათსოფელში, სადაც თავის დროზე ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა.

მერე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლა, რომელიც დაამთავრა 1954 წელს, სადაც მას ასწავლიდნენ საქართველოს სახვითი ხელოვნების ფუძემდებლები: იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, სერგო ქობულაძე, შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ ბერიძე და სხვა. მისი თანაკურსელები მონუმენტური ქანდაკების შემოქმედნი საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრები, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატები ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, ფილმ „დათა თუთაშხიას“ მხატვარი კახი ხუციშვილი, ედმონდ კალანდაძე და სხვა მრავალი გამოჩენილი მხატვარი.

აკადემიის დამთავრებისთანავე მან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა საშუალო სკოლებში, მხატვრული აღზრდის სახლში, პროფსასწავლებელში, პედაგოგიურ ინსტიტუტში დასწრებულ და დაუსწრებელ განყოფილებებზე ასწავლიდა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

მისი ქანდაკებები ღია სივრცეში დგას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის მიღმა. საქართველოში მისი ნამუშევრები დაცულია სახელოვნებო და კერძო კოლექციებში. წლების განმავლოაბში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, უკრავს ხალხურ საკრავებზე, წერს ლექსებს და დღემდე მუშაობს პროფესიით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]