იონა ვაკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იონა ვაკელი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი 1900(1900-11-10)
დაბ. ადგილი ვაკე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 აპრილი 1988(1988-04-01) (87 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

იონა ვაკელი (ნამდვილი სახელი იონა ლუკას ძე მეგრელიძე) (დ. 10 ნოემბერი, 1900, ვაკე, ოზურგეთის მაზრა — გ. 1 აპრილი, 1988, თბილისი) — ქართველი მწერალი და დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო ფოთში. 1920 წელს წარჩინებით დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. მისი პირველი ლექსი „გურია“ 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში“, ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს, აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია იონა ვაკელის ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები. განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, რომელიც 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: „შამილს“, „გიორგი სააკაძეს“, „რვალს“, „ხელაშვილის ოჯახს“. მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ოდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 140, თბ., 1994