იომ-ქიფური
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|იომ-ქიფური}} |
იომ-ქიფური (ივრ. יוֹם כִּפּוּר, სიტყვასიტყვით „მიტევების დღე“, ითარგმნება როგორც „გამოსყიდვის დღე“, „განკითხვის დღე“) — იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაული; მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე; აღინიშნება ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულია.
იომ-ქიფური და ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქრისტიანთა უმრავლესობა იომ-ქიფურს, როგორც „მიტევების“, „გამოსყიდვის“, „განკითხვის“ დღეს არ აღნიშნავს, რადგანაც იგი ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება. თუმცა სწავლულები და თეოლოგები პოულობენ მჭიდრო კავშირს „იომ-ქიფურის“ მნიშვნელობასა და ქრისტეს სამსჯავროზე წარდგომის დღეს შორის, რომელსაც მომავალში მოელიან ქრისტიანები.
მართლმადიდებლურ რელიგიაში იომ-ქიფურის დღეს შეესაბამება ორი დღე:
- ჯვართამაღლების წინა დღე, რომელიც ასევე სექტემბერში აღინიშნება მძიმე მარხვითა და ლოცვით, თუმცა ეს დღე ფიქსირებული თარიღია. ამ ორ რელიგიურ თარიღს შორის კავშირის რეალობას ბევრი თეოლოგი აღნიშნავს.
- დიდი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იხსენებენ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, როდესაც იესომ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები. მართლმადიდებლები ამ დღეს მკაცრად მარხულობენ და ლოცულობენ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|