ებრაული დღესასწაულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ებრაული დღესასწაულები რელიგიური დღესასწაულები იუდაიზმის მიხედვით. ებრაული დღესასწაულების უმრავლესობა დასაბამს იღებს ბიბლიიდან, რაბინთა სწავლებიდან და ისრაელის თანამედროვე ისტორიიდან. რელიგიური დღესასწაულების თარიღი გარდამავალია და ყოველწლიურად იცვება.

ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. შაბათი აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა. შაბათი ებრაელმა უნდა მიუძღვნას ლოცვებისა და თორის კითხვას.

დღესასწაულები იუდაიზიზმში ორგვარ ხასიათს ატარებს. ისინი აღნიშნავენ როგოც წელიწადის სეზონურ ცვლილებას, ასევე ისტორიულ მოვლენებს. ებრაული წელიწადის სამი მთავარი დღესასწაულია ფესახი, შავუოთი და სუქოთი. მათ მომლოცველობის დღესასწაულები ეწოდება, რადგან მოსეს რჯული ყოველ ებრაელს ავალებდა იერუსალიმის მოლოცვას და ტაძარში მსხვერპლის შეწირვას ამ დღეებში. ფესახი აღინიშნება გაზაფხულის პირზე. ის ებრაელთა ეგვპტიდან გამოსვლის აღსანიშნავი დღესასწაულია გრძელდება ერთ კვირეულს. პირველი და მეშვიდე დღეები უქმეა, ისინი გათანაბრებულია შაბათთან და მხოლოდ საჭმლის კეთებაა დაშვებული. დანარჩენ დღეებში შესაძლებელია შეზღუდული საქმიანობა. სადღესასწაულო დღეებში აკრძალულია საფუარიანი საკვების მიღება და შენახვა. ფესახის რიტუალური წესია შვიდი დღის განმავლობაში მაცის ჭამა. მაცა არის განსაკუთრებული ბურღულეულით დამზადებული პური და ის გამიზნულია ეგვიპტური მონობის მოსაგონებლად. პირველ და მეორე დღეს იშლება განსაკუთრებული ტრაპეზი სებერი, რომლის განმავლობაში ყოველმა ზრდასრულმა ებრაელმა უნდა მიიღოს 4 ჭიქა ღვინო. შავუოთი, ანუ კვირეული, იმართება ფესახიდან შვიდი კვირის თავზე სივანის თვეში. ტრადიციულად, იგი ეძღვნება პურის მკის დასაწყისს. ამავე დროს ის უკავშრდება რჯულის მიღებას სინას მთაზე. სუქოთი ასევე შვიდდღიანი დღესასწაულია. ამ დროს აღინიშნება მოსავლის აღება და იმ ისტორიული პერიოდის გახსენება, როცა ებრაელები კარვებში ცხოვრობდნენ. პირველი დღე უქმეა, ხოლო დანარჩენები სადაგია.

ებრაული ახალი წელი არის როშ ჰაშანა. ის აღინიშნება ებრაული წლის დასაწყისში, თიშრის თვეში, პირველ ორ დღეს. ამ დღეს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, განსაზღვრავს მის ბედს შემდეგი წლისთვის. ახალი წლის დღეებს მოსდევს მარხვის და მონანიების 10 დღე. მისი კულმინაციაა იომ-ქიფური, შენდობის დღე, როდესაც შესაძლებელია ახალ წელს ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის შეცვლა. ხანუქა აღინიშნება ქისლევის თვეში სოლომონის ტაძრის განახლების გასახსენებლად. დღესასწაულისას რვა დღის განმავლობაში მენორაზე თითო სანთელი ინთება. ისტორიული მოვლენის აღმნიშვნელი დღესასწაულია პურიმი. ამ დროს იკითხება წიგნი ესთერისა, რომლშიც გადმოცემულია ებრაელების სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი.

ძირითადი ებრაული დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 უქმე
  2. ისრაელში უქმეს იცავენ ერთ დღეს , ხოლო ისრაელის გარეთ - ორი დღე
  3. ისრაელში უქმეს იცავენ პირველ და მეშვიდე დღეს, ხოლო ისრაელის გარეთ მერვე დღესაც დამატებით