შინაარსზე გადასვლა

პურიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პურიმი — ებრაული დღესასწაული, რომელსაც ადარის თვის (თებერვალი-მარტი) 14-15 რიცხვებში აღნიშნავენ, ძვ. წ. V საუკუნეში სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ამ დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ. ფურიმი განსაკუთრებით სასიხარულოა ბავშვებისთვის, რადგან მათ საჩუქრები, ტკბილეული და კოსტიუმირებული მსვლელობა ელით. მას წილისყრის დღესასწაულსაც უწოდებენ. ფურიმი წარმოდგება სიტყვიდან ფურ, რაც წილს ნიშნავს. როდესაც წარმართმა აგაგელმა ჰამანმა (სავარაუდოდ ამალეკელთა სამეფო გვარის წარმომადგენელმა) იუდეველთა ამოწყვეტა განიზრახა, წილი ყარა, თუ რომელ დღეს განახორციელებდა თავის ჩანაფიქრს.

ახაშვეროშმა (ქსერქსე I) თავისი მეფობის მე-12 წელს, 13 ნიშანს (სავარაუდოდ ძვ. წ. 484 წლის გაზაფხულზე) ჰამანის წაქეზებით გამოსცა ოფიციალური ბრძანება იუდეველთა განადგურების შესახებ, რომელიც სპარსეთის ყველა სამთავროში უნდა დაეგზავნათ. ფურიმი არის დღე, როცა იუდეველები ჰამანის ჩანაფიქრის ჩაფუშვასა და თავიანთ გადარჩენას ზეიმობენ.

ებრაელებმა მას ფურიმი, როგორც ჩანს, ირონიულად შეარქვეს. არაკანონიკურ წიგნ „მაკაბელებში“ მას „მორდეხაის დღე“ ეწოდება, რადგან მორდოქაიმ დიდი როლი ითამაშა ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებაში.

ებრაელები ფურიმს დღემდე ზედმიწევნით იცავენ, თუმცაღა დროთა განმავლობაში მას მრავალი დეტალი დაუმატეს, მაგალითად, ადარის მე-13 დღე მარხვის დღედ აქციეს და მას „ესთერის მარხვა“ უწოდეს. ზეიმის დროს მუშაობა და ვაჭრობა არ იკრძალება.

„ფურიმის“ დღესასწაული ძვ.წ V საუკუნეში, სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა.

ფურუმი მხიარულების დღესასწაულია, რომლის დროსაც ადამიანებს, ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის საშუალება აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ თალმუდის თანახმად, ამ დღეს, ებრაელებს შეუძლიათ იმდენი სასმელი შესვან, რომ რთულად აცნობიერებდნენ რა უფრო მეტად სურთ – ამანის ძაგება, თუ მორდეხაის დღეგრძელობა.

აღნიშნული დღესასწაულისთვის განსაკუთრებული ფორმის ნამცხვარს აცხობენ, რომელსაც “ამანის ყურებს” (ივრითულად – “ოზნეი ჰამანს” -ს) უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელში ეს დღესასწაული ფურუმი ბავშვებისთვის უსაყვარლესი და გამორჩეულია, რადგან სწორედ ამ დღეს მათ უამრავი ტკბილეულისა და საჩუქრების გარდა, კოსტუმირებული მსვლელობის საშუალება ეძლევათ.

დღესასწაული 13 ადარს ესთერის მარხვით (תענית אסתר) იწყება, რომელიც პირველად დედოფალმა, მისმა მოახლეებმა და ქალაქ შუშას ებრაელებმა დაიცვეს. თვით დღესასწაული კი 14 და 15 ადარზე ანუ იმ დღეებზე მოდის, რომლებიც გამარჯვებისა და მხიარულების დღეებად გამოაცხადეს.

დღეს ფურიმს უფრო საერო დღესასწაულის სახე აქვს, ვიდრე რელიგიურის. მას ზოგჯერ თან ახლავს ღრეობა, თუმცა თავდაპირველად ასე არ ყოფილა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]