ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი
თარიღი 1947 წლიდან
მდებარეობა ქაშმირი
შედეგი კონფლიქტი გრძელდება
მხარეები
პაკისტანის დროშა პაკისტანი ინდოეთის დროშა ინდოეთი
მეთაურები
უცნობია უცნობია
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი — დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის, გრძელდება მათი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1947 წლიდან დღემდე. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავა გახდა.

1947-1949 წლების ომში ინდოეთმა დაამყარა თავისი კონტროლი აღნიშნული ტერიტორიის 2/3-ზე, დანარჩენი ნაწილი კი პაკისტანის ხელში გადავიდა.

კონფლიქტის პერიოდში გაიმართა სამი დიდი ომი:

1984 წლიდან მიმდინარეობს პატარა სასაზღვრო კონფლიქტი სიაჩენის მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული კონფლიქტი განსაკუთრებულია, რადგან მოწინააღმდეგეებმა უდიდესი დანაკარგი ნახეს არა ერთმანეთთან ბრძოლით, არამედ მკაცრი კლიმატური პირობების გამო. 2003 წლიდან სიაჩენში მოქმედებს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი XXI საუკუნის დასაწყისში გამძაფრდა, რადგან ორივე ქვეყანამ შექმნა ბირთვული იარაღი[1][2]. დღესდღეობით პაკისტანს იარაღით აშშ ამარაგებს[3][4], ხოლო ინდოეთს რუსეთი[5][6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]