ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინდოეთ-პაკისტანის ომი.
ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი
ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის ნაწილი
Indian soldiers fighting in 1947 war.jpg
ინდოელი ჯარისკაცები 1947 წელს
თარიღი 24 ოქტომბერი, 194731 დეკემბერი, 1948
მდებარეობა ქაშმირი
Casus belli ჯამუ და ქაშმირის შტატის კუთვნილების შესახებ დავა
შედეგი შეთანხმება
ტერიტორიული
ცვლილებები
შტატის ტერიტორიის 60 % გადავიდა ინდოეთის კუთვნილებაში, 40 % დარჩა პაკისტანს
მხარეები
პაკისტანის დროშა პაკისტანი ინდოეთის დროშა ინდოეთი
მეთაურები
პაკისტანის დროშა მუჰამედ აქბარ-ხანი
პაკისტანის დროშა მუჰამედ აიუბ-ხანი
პაკისტანის დროშა მიამ გულამ ჯილანი
ინდოეთის დროშა კ.მ. კარიაპა
ინდოეთის დროშა ს. ნ. შრინაგეში
ინდოეთის დროშა კ. ს. ტიმაია
ინდოეთის დროშა კ. სინგჰი
დანაკარგები
პაკისტანის დროშა 4 133 დაღუპული[1][2]
პაკისტანის დროშა 4 668 დაჭრილი[1]
ინდოეთის დროშა დაახლ. 1 104 დაღუპული[3]
ინდოეთის დროშა 3152 დაჭრილი[3]
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი

ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მიმდინარეობდა 1947 წლის 24 ოქტომბრიდან 1948 წლის 31 დეკემბრამდე. კონფლიქტი წარმოიშვა ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შემდეგ. კონფლიქტის მიზეზი გახდა ჯამუ და ქაშმირის შტატის კუთვნილების შესახებ დავა. შტატში სჭარბობდა მუსულმანური მოსახლეობა, რის გამოც იგი პაკისტანის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მმართველმა ზედაფენამ, რომელიც შედგებოდა ინდუსებისა და მაჰარაჯებისაგან, მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთთან შეერთების შესახებ.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815 წლამდე ჯამუ და ქაშმირის შტატი შეგებოდა 15 მცირე სამთავროსაგან (16 ინდუისტური და 6 მუსულმანური), მათი ნაწილი მდებარეობდა ავღანეთის ემირის კონტროლის ქვეშ. ინდურ სამთავროებს მართავდნენ რაჯპუტის თავადები, რომლებიც დიდ მოგოლთა ვასალები იყვნენ იმპერატორ აქბარის დროს. დიდ მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ და გურქების თავდასხმების შედეგად მთიანი სამთავროები გადავიდა რანჯიტ სინგჰის კონტროლის ქვეშ[4].

ინგლის-სიქების პირველი ომი (1845-1846 წწ.) მიმდინარეობდა ქაშმირში გამაგრებულ სიქებსა და ოსტ-ინდოეთის კომპანიას შორის. 1846 წლის ლაჰორის ხელშეკრულების მიხედვით სიქებმა 1,2 მლნ რუპიის სანაცვლოდ დატოვეს ოლქები მდინარეებს ბისსა და სატლეჯს შორის. ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ვერ შეძლო სწრაფად გადაეხადა სიქებისთვის აღნიშნული თანხა ამიტომ სიქების მთავარმა გულაბ-სიგჰმა დაიკავა ქაშმირი. იგი გახდა კვლავ ჩამოყალიბებული ჯამუსა და ქაშმირის სამთავროს პირველი მაჰარაჯა[5] . გულაბმა დააარსა დინასტია, რომელიც მართავდა სამთავროს, სანამ ინდოეთმა არ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ინდოეთის გაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის სიუზერენიტეტის დასრულებამ ინდოეთის სამტავროებს უფლება დაუტოვა თავად აერჩიათ შერთებოდნენ ინდუისტურ ინდოეთს ან ჩამოყალიბებულ მუსულმანურ პაკისტანს, ან საერთოდ გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა[6]. ჯერ კიდევ ბრიტანეთის ჯარების გასვლამდე ჯამუსა და ქაშმირის სამთავროები პაკისტანისა და ინდოეთის გავლენით იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ ორიდან ერთ სახელმწფოსთან გაერთიანებას. მტკივნეული გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული ზედაფენა იყო ინდუისტური, მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარი) ნაცვლად ქაშმირის მაჰარაჯამ ჰარი-სინგჰმა გადაწყვიტა დამოუკიდებლობის გამოცხადება.

1947 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო პაკისტანელი პუშტუნების ნახევრადგასამხედროებული დანაყოფების შეჭრა ქაშმირში. რამდენიმე დღის შემდეგ აიღეს დედაქალაქი სრინაგარი და მაჰარაჯა ჰარი-სინგჰმა დასახმარებლად მიმართა ინდოეთს. ინდოეთი დაეხმარებოდა იმ პირობით თუკი ქაშმირი შეუერთდებოდა ინდოეთს. მაჰარაჯა დათანხმდა და ინდოეთის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა სამთავროს ინდოეთთან მიერთება. ინდოეთის ჯარები გაიგზავნა ქაშმირში[7].

პაკისტანმა გამოაცხადა, რომ მაჰარაჯას არ ჰქონდა უფლება გამოეძახებინა ინდოეთის არმია, რადგან ის არ იყო მემკვიდრე მმართველი, არამედ ბრიტანელების მიერ დანიშნული. პაკისტანმა გადაწყვიტა საპასუხო ზომების მიღება, მაგრამ პაკისტანის ქვეითი ჯარების შტაბის უფროსმა გენერალმა სერ დუგლას გრეისმა უარი თქვა ქაშმირში ჯარების გაგზავნაზე, უარი თქვა პაკისტანის გენერალ-გუბერნატორის მუჰამედ ალი ჯინას ბრძანების შესრულებაზე. გრეისმა დაუმორჩილებლობის ფაქტი გაამაართლა იმით, რომ ქაშმირში მდებარე ინდოეთის ძალებმა თავის დროზე ფიცი დადეს ბრიტანეთის მეფის ჯორჯ VI-ის ერთგულებაზე და არ შეეძლო კონფლიქტი ინდოეთის ძალებთან. პაკისტანმა საბოლოოდ მაინც გააგზავნა ჯარები ქაშმირში, მაგრამ ამ დროისათვის ქაშმირის 2/3 დაკავებული ჰქონდა ინდოეთს. მხოლოდ გილგიტი და ბალტისტანი დაიკავეს პაკისტანელებმა და მიუერთეს პაკისტანს[8].

ომის პერიოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპი: შეჭრის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანმა სამთავროს ჩრდილოეთი ნაწილი თავის ტერიტორიად გამოაცხადა აზად ჯამუ-ქაშმირის სახელწოდებით და იქ განათავსა თავისი ჯარები. პაკისტანის ჯარები განათავსა სასაზღვრო რაიონებში მუზაფარაბადთან და დომელიასთან. თავდაპირველი შეჭრის მიზანი იყო პაკისტანის ჯარის მიერ კონტროლის დამყარება ქაშმირის ხეობაზე, სახელმწფოს საზაფხულო დედაქალაქ სრინაგარის ჩათვლით (ჯამუ იყო ზამთრის დედაქალაქი). მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სრინაგარისკენ გადაადგილებულიყვნენ პაკისტანის ძალები დარჩნენ სასაზღვრო რეგიონის დაპყრობილ ქალაქებში და დაიწყეს მათი ძარცვა[9][10].

მეორე ეტაპი: ინდოეთის ოპერაცია ქაშმირის ხეობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფლიქტში ინდოეთის ჩართვის შემდეგ მათი ძალები და ტექნიკა გადაადგილდა სრინაგარის რაიონში და ალყის შემდეგ დაამარცხა მუსულმანური ლაშქარი ქალაქის გარეუბანში. დამარცხების შემდეგ გაიქცნენ ქალაქ ბარამბულასა და ურისაკენ სადაც იყვნენ გაფანტულები[11]. თუმცა, ქალაქ პუნჩთან ახლოს მდებარე ხეობაში, ქაშმირი ჯარები მუსლიმებმა დაბლოკეს.

გილგიტში ადგილობრივმა ლაშქარმა მხარი დაუჭირა პაკისტანის შეჭრას და დაამყარეს კონტროლი ქაშმირის ამ ჩრდილოეთ ნაწილზე. ქალაქ ჩიტრალის მუსულმანური ჯარიც, რომელსაც სათავეში ადგილობრივი მმართველი მეხთარი ედგა, პაკისტანელებს შეუერთდა.

მესამე ეტაპი: პუნჩის განბლოკვის მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ძალებმა შეწყვიტეს მუსულმანთა ძალების დევნა ურისა და ბარამულის მიმართულებით და გამოყვეს ძალები ქაშმირის ჯარებისაგან პუნჩის გათავისუფლებისათვის. ინდოეთის ძალების მეორე ნაწილი გაემართა კოტლისაკენ და დაიკავა ქალაქი, თუმცა მალე იძლებული გახდა დაეტოვებინა იგი, რადგან არ ჰქონდა მისი შენარჩუნების შესაძლებლობა. იმავდროულად ქალაქი მირპური დაიკავა მუსულმანთა ლაშქარმა 1947 წლის 25 ნოემბერს[12].

მეოთხე ეტაპი: ჯანგერის დაცემა და ნაოშერუსა და ურზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომების ჯარმა დაიპყრო ჯანგერი. შემდეგ ისინი უშედეგოდ დესხნენ თავს ნაოშერს და მიიტანეს რამდენიმე წარუმატებელი დარტყმა ქალაქ ურზე. მას შემდეგ რაც რეგიონში ინდური ძალები გამოჩნდა, ფრონტის ხაზი გახდა სტაბილური.

მეხუთე ეტაპი: „ოპერაცია ვიჯაი“ — კონტრშეტევა ჯანგერზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის ჯარებმა დაიწყეს კონტრთავდასხმა სამხრეთით ჯანგერზე და რაჯაურიზე დარტყმის მიზნით. ქაშმირის ხეობაში ტომების ლაშქარმა განაგრძო თავდასხმა ურის გარნიზონზე. ჩრდილოეთით გილგიტის ლაშქარმა დაიკავა სკარდუ.

მეექვსე ეტაპი: ინდოელების გაზაფხულის თავდასხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანგერთან ინდოელები წააწყდნენ მუსულმანთა ჯარის მკაცრ წინააღმდეგობას, რომელსაც არაოფიციალურად შეუერთდნენ პაკისტანის რეგულარული ძალები. ქაშმირის ხეობაში ინდოელებმა დაიბრუნეს ტიტვალი, მაგრამ გილგიტის ლაშქარმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჰიმალაის მთისწინეთში, სადაც ალყა შემოარტყეს ლეხს, დაიპყრეს კარგილი და დაამარცხა ინდოეთის ძალები სკარდუსთან.

მეშვიდე ეტაპი: „ოპერაცია გულაბი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელები განაგრძობდნენ თავდასხმას ქაშმირის ხეობაში ჩრდილოეთის მიმართულებით, რათა დაეპყროთ კერანი და გურეზის ხეობა. აქვე ისინი თავს დაესხნენ ქალაქ ტიტვალს. ქაშმირის არმიამ შეძლო ქალაქ სკარდუს დაცვა გილგიტის ლაშქრისაგან, მაგრამ აგვისტოში ჩიტრალის ჯარმა მატა-ულ-მულკის სარდლობით ალყა შემოარტყა სკარდუს და არტილერიის დახმარებით დაიპყრო იგი.

მერვე ეტაპი: „ოპერაცია ბიზონი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსულმანების მიერ პუჩის ბლოკადა გრძელდებოდა. 77-ე საპარაშუტო დივიზიამ მიიტანა წარუმატებელი იერიში ზოჯი-ლის უღელტეხილზე. 24 ნოემბერს ინდოელებმა მაინც მოახერხეს უღელტეხილის აღება და საბოლოოდ სკარდუ გაათავისუფლეს ალყისაგან[13].

მეცხრე ეტაპი: პუნჩის ბლოკადის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელები ამ დროისათვის უკვე ფლობდნენ უპირატესობას ყველა სექტორში. პუნჩი, როგორც იქნა გაათავისუფლეს ერთწლიანი ალყისაგან. გილგიტის ძალები ჰიმალაის მთისწინეთში ასევე გაანადგურეს.

მეათე ეტაპი: ცეცხლის შეწყვეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს რეზოლუციის თანახმად, 1949 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა შეთანხმება. 27 ივნისს ინდოეთი და პაკისტანი ხელს აწერენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ქაშმირის 60 % გადავიდა ინდოეთის კონტროლის ქვეშ, ხოლო 40 % დაექვემდებარა პაკისტანს.

რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гордиенко А. Н., Войны второй половины ХХ века. Мн., 1998. ISBN 985-437-507-2

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Данные о потерях пакистанского ополчения в ходе конфликта 1947—1948 годов на сайте www.pakdef.info
  2. Данные о потерях с обеих в ходе конфликта 1947—1948 годов на сайте www.onwar.com
  3. 3.0 3.1 Official Government of India Statement giving numbers of KIA — Parliament of India Website. It is believed that this figure only gives the Indian Army casualties and not the State Forces.
  4. Hutchison, J.; Vogel, Jean Philippe (1933) History of the Panjab Hill States. Superint., Gov. Print., Punjab. წაკითხვის თარიღი: 23 October 2011. 
  5. Srinagar www.collectbritain.co.uk.
  6. Indian Independence Act 1947 (c. 30) (Revised Statute) from The UK Statute Law Database at opsi.gov.uk
  7. My Life and Times. Allied Publishers Limited. წაკითხვის თარიღი: 2010-07-01. 
  8. Martin Axmann, Back to the future: the Khanate of Kalat and the genesis of Baluch Nationalism 1915—1955 (2008), p. 273
  9. I Indo-Pakistani War, 1947—1949 By Tom Cooper Air Combat Information Group 29 October 2003
  10. Ministry of Defence, Government of India. Operations in Jammu and Kashmir 1947—1948. (1987). Thomson Press (India) Limited, New Delhi. This is the Indian Official History.
  11. Defence of Srinagar 1947 " Indian Defence Review
  12. This All Began in 1947: The Jihadist Operations of Pakistani State. Criticalppp.com (2012-08-14).
  13. Sinha, Lt. Gen. S.K. (1977). Operation Rescue:Military Operations in Jammu & Kashmir 1947–49. New Delhi: Vision Books, გვ. 174. ISBN 81-7094-012-5. წაკითხვის თარიღი: 4 August 2010.