ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი
ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი | |||
---|---|---|---|
ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის ნაწილი | |||
თარიღი | აგვისტო — სექტემბერი, 1965 | ||
მდებარეობა | ქაშმირი | ||
შედეგი | ფრე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი ვიკისაწყობში |
ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მიმდინარეობდა 1965 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში. ომი დაიწყო პაკისტანის მცდელობით წამოეწყო აჯანყება ქაშმირის სადავო შტატის ინდურ ნაწილში, კონფლიქტმა მალევე მიიღო ორ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო ომის ხასიათი. სამხედრო მოქმედებებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ომი დასრულდა რომელიმე სახელმწიფოს წარმატების გარეშე, გაეროს ჩარევის შედეგად.
კაჩის რანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წლის გაზაფხულზე ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაიმართა სასაზღვრო კონფლიქტი უდაბნოდ ქცეული ადგილის დიდი კაჩის რანის ირგვლივ. ვინ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება უცნობია, თუმცა მარტ-აპრილში საზღვარზე მიმდინარეობდა შეიარაღებული შეტაკებები ორივე ქვეყნის მესაზღვრეებს შორის. ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს და საზღვართან განალაგეს. კონფლიქტი მთელი ძალით არ წარმართულა: ამას ხელი შეუშალა დიდმა ბრიტანეთმა, რომლის შუამავლობით მხარეებმა 30 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კონფლიქტი კაჩის რანის გარშემო სრულიად დარეგულირდა 1969 წლის 4 ივლისს ისლამაბადში დადებული ხელშეკრულებით. პაკისტანმა მიიღო 900 კმ² ტერიტორია, თუმცა პრეტენზია ჰქონდა უფრო მეტ ფართობზე.
დიდი ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაჩის რანის ამბებმა პაკისტანის ხელისუფლება მიიყვანა ინდოეთთან კონფლიქტის მოგვარების ძალადობრივ გეგმაზე. 1947-1948 წლებში მიმდინარე ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომის შედეგად ქაშმირის შტატი გაიყო ორ ნაწილად მეომარ მხარეებს შორის. პაკისტანს არ დაუკარგავს ინდოეთის კუთვნილ ნაწილზე კონტროლის დამყარების იმედი. პაკისტანელებმა ინდოეთის ქაშმირში გააგზავნეს დივერსანტები, რომელთაც იქ უნდა დაეწყოთ აჯანყება 1965 წლის აგვისტოში და გაეჩაღებინათ პარტიზანული ომი ინდოელების წინააღმდეგ. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „გიბრალტარი“. ინდოლებმა შეიტყვეს აღნიშნულის შესახებ და 15 აგვისტოს შეიყვანეს საკუთარი ჯარი, რათა გაენადგურებინათ ბოევიკების მომზადების ბანაკი.
პაკისტანის 12-ე არმიამ ვერ შეძლო ინდოეთის არმიის მოგერიება და ძალიან მალე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მუზაფარაბადთან, პაკისტანის ქაშმირის დედაქალაქთან. 1 სექტემბერს პაკისტანის 12-ე არმია თავს დაესხა ინდოეთის ნაწილებს (ოპერაცია Grand Slam). ამ მომენტიდან პაკისტანსა და ინდოეთს შორის გაიმართა ღია ომი. ინდოეთმა არ შეაჩერა საომარო მოქმედებები ესკალაციის წინ და პირველი შეიჭრა პაკისტანის ქაშმირის ტერიტორიაზე. დარტყმა მიიტანა უდიდეს ქალაქ ლაჰორზე. არმია მივიდა თითქმის ლაჰორამდე, რის შემდეგადაც პაკისტანის კონტრშეტევის შემდეგ უკან დაიხიეს.
მომავალში ორივე მხარე ახორციელებდა თავდასხმებს მოწინააღმდეგეზე. პაკისტანის არმიის სიამაყემ, პირველმა სატანკო დივიზიამ გადაადგილება დაიწყო ინდოეთის ქალაქ ამრიტსარისკენ, მათი დავალება იყო ქალაქის აღება, მაგრამ სოფელ ასარ-უტარესთან, ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომში ყველაზე მძიმე ბრძოლის დროს დიდი დანაკლისი განიცადა. ინდოელებმა თავის მხრივ სიალკოტისკენ აიღეს გეზი. სახმელეთო ბრძოლებში ხშირად ერეოდა ავიაციაც და ბომბავდა მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ადგილებს.
22 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც მოწინააღმდეგე მხარეებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ. 23 სექტემბერს ბრძოლა დასრულდა. სსრკ-ის ჩარევით პაკისტანის პრეზიდენტმა აიუბ-ხანმა და ინდოეთის პრემიერმა ლალ ბაჰადურ შასტრიმ ხელი მოაწერეს ტაშკენტის დეკლარაციას, რომელმაც დაასრულა ომი.
ომის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდოეთ-პაკისტანის 1965 წლის ომი დასრულდა რომელიმე მხარის გადამწყვეტი ბრძოლის გარეშე. როგორც ინდოეთის ისე პაკისტანის პროპაგანდა ზეიმობდა წარმატებულად დასრულებული ბრძოლის შესახებ. თანამედროვე პაკისტანში თვლიან, რომ ომში წარმატებას პაკისტანმა მიაღწია, თუმცა ყველა ანალიტიკოსი და დამკვირვებელი ირწმუნება, რომ ომი რეალურად წარმატებული იყო ინდოეთისათვის.
ინდოეთისა და პაკისტანის ომი იყო ცივი ომის ერთ-ერთი შემადგენელი კონფლიქტი. სსრკ-მაც და აშშ-მაც შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი ომის მსვლელობისას, ხოლო ნატოს ქვეყნებმა ემბარგო დაუწესეს მებრძოლ მხარეებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Indo-Pakistan Wars The Tribune 2 ივნისი, 2005
- ↑ Opinion: The Way it was 4: extracts from Brig (Retd) ZA Khan's book May 1998, Defence Journal
- ↑ Ayub misled nation in ’65 war: Nur Khan 8 სექტემბერი, 2005 Khaleej Times
- ↑ Library of Congress Country Studies
- ↑ Indo-Pakistan Wars
- ↑ Official Government of India Statement giving numbers of KIA - Parliament of India Website