ინარის ტბა
იერსახე
| ინარის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები: 69°00′ ჩ. გ. 28°00′ ა. გ. / 69.000° ჩ. გ. 28.000° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 118,7 მ |
| სიგრძე | 80 კმ |
| სიგანე | 50 კმ |
| ფართობი | 1,040.28 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 3308 კმ |
| საშუალო სიღრმე | 15 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 92 მ |
ინარის ტბა (ფინ. Inarijärvi) — ტბა ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ვრცელ ჩადაბლებაში, 118,7 მეტრ სიმაღლეზე, ფართობი 1040 კმ², მაქსიმალური სიღრმე 92 მ.[1] ნაპირები ძლიერაა შეჭრილ-შემოჭრილი და მეტწილად დაჭაობებულია. ტბაში დაახლოებით 3 ათასამდე კუნძულია. ინარი ბარენცის ზღვას უერთდება მდინარე პატსიოკით. ყინულითაა დაფარული ნოემბრიდან მარტამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 126.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ JÄRVIWIKI - Inarijärvi (71.111.1.001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 2020-05-20