იმანი (მოდელი)
| იმანი Iman ايمان | |
|---|---|
|
| |
| ნამდვილი სახელი | იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი |
| დაბ. თარიღი | 25 ივლისი, 1955 |
| დაბ. ადგილი | მოგადიშო, სომალი |
| სიმაღლე | 174 სმ |
| თმის ფერი | შავი |
| თვალები | ყავისფერი |
| ეროვნება |
|
| http://www.i-iman.com/ | |
იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი (სომალ. Iimaan Maxamed Cabdulmajiid, ინგლ. Iman Mohamed Abdulmajid,არაბ. ايمان محمد عبد المجيد, დ. 25 ივლისი 1955, მოგადიშო, სომალი) — სომალელი და ამერიკელი სუპერმოდელი, უფრო ცნობილი, როგორც იმანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მოგადიშოში, მერიონ და მოჰამედ აბდულმაჯიდის ასული. მამამისი სომალის ელჩი იყო საუდის არაბეთში. იმანი მუსლიმია. ჰყავს ორი ძმა — ელიასი და ფეისალი, აგრეთვე და ნადი (სომალელი ფოტომოდელი).
იმანმა საშუალო სკოლა ეგვიპტეში დაამათვრა და შემდეგ კენიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი მშობლები. ფლობს ხუთ ენას — არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და სომალურს. ნაირობის უნივერსიტეტში სწავლობდა პოლიტოლოგიას.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1975 წელს, იმანი ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ ბრედმა მოიწვა აშშ-ში. მისი პირველი პუბლიკაცია ფოტომოდელის სახით ჟურნალ „Vogue“-ში იყო 1976 წელს.
ივ სენ-ლორანმა ერთხელ თქვა „ჩემი ოცნების ქალია იმანი“. იმანი მუშაობდა დიზაინერი მოდის სახლში ფოტომოდელად ტანსაცმლის კოლექციისთვის „აფრიკის დედოფალი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იმანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- იმანი MySpace-ზე
- Iman Cosmetics დაარქივებული 2021-08-16 საიტზე Wayback Machine.