შინაარსზე გადასვლა

ივო კოზარჩანინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივო კოზარჩანინი
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1911(1911-10-14)[1]
დაბადების ადგილი Dubica[2]
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1941(1941-02-04)[3] [1] (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი ზაგრები[2]
დასაფლავებულია მიროგოის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა  იუგოსლავია[4]

ივო კოზარჩანინი (ხორ. Ivo Kozarčanin, დ. 14 ოქტომბერი, 1911, ჰორვატსკა-დუბიცა — გ. 4 თებერვალი, 1941, ზაგრები) — ხორვატი მწერალი, პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივო კოზარჩანინი დაიბადა 1911 წლის 14 ოქტომბერს ჰორვატსკა-დუბიცა (ხორვატია). ივო კოზარჩანინის დაბადებიდან ოჯახი მალევე საცხოვრებლად უნგრეთის ქალაქ Oreglak-ში გადავიდა, სადაც მისი მამა მუშაობდა რკინიგზაზე. 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, მისი ოჯახი დაბრუნდა ჰორვატსკა-დუბიცაში, სადაც ივო კოზარჩანინი დაწყებით და სავაჭრო სკოლებში სწავლობდა. 1923 წელს ჩავიდა ზაგრებში და სწავლა განაგრძო მასწავლებელთა კოლეჯში. ივომ თავისი შემოქმედების გამოცემა ძალიან ადრე — 1927 წელს დაიწყო. მან გამოაქვეყნა თავისი ლექსები, კრიტიკული სტატიები და ფანტასტიკური ნაწარმოებები მრავალ ჟურნალში. ადრეულ პერიოდში მისი ნამუშევრები ძირითადად ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ეხება მის პირველ ორ წიგნს და მოთხრობების კრებულს „დედა მელოდება“ (Mati čeka, 1934). შემდგომ უკვე ის წერდა ნაწარმოებებს უფროსებისთვის. პოეზიის წიგნში (1935), რომელშიც ის პოეტების ი.დონჩევიჩის, ა.ნიჟეტიჩისა და რ.ილიჩის თანაავტორი იყო, გამოქვეყნდა მისი ლექსების ციკლი „სევდიანი ზაფხული“. შემდეგ ივო იწყებს ტექსტების წერას სიმღერებისთვის. მისი ბევრი ლექსი გამსჭვალული იყო ეროტიკით, უპასუხო სიყვარულით და მარტოობის თემატიკით.

1932 წელს ივო კოზარჩანინი ჩაირიცხა ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1938 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „ხორვატულ დღიურში“ (Hrvatski dnevnik) რედაქტორად. მისი რომანი „Tuđa žena“ დაიწერა 1937 წელს. რომანის სიუჟეტი ეფუძნება პროვინციებში საცხოვრებლად გადასულ ხელოვანს, რომელიც იმედოვნებს, რომ პროვინციებში ცხოვრებისას, მხატვრობაში იპოვის თავის დაკარგულ შინაგან წონასწორობას. პროვინციებში მხატვარს შეეჯახა პროვინციული წვრილბურჟუაზიის წინააღმდეგობას და მორალურ გარყვნილებას. აქ ცხოვრება მისთვის აუტანელი ხდება და ქალაქში ბრუნდება. ამ რომანში ავტორი, მთავარი გმირის ფსიქიკის გაანალიზებით, ერთდროულად აანალიზებს ხორვატიის საზოგადოების ზოგად მდგომარეობას, რაც შესაძლებელს ხდის თავად მწერლის პოლიტიკური შეხედულებების იდენტიფიცირებას.

სოციალურ-კრიტიკული და ფსიქო-ანალიტიკური ელემენტები გაცილებით წარმატებულად არის გადმოცემული მის რომანში „ერთი კაცი“ (1937) — ხორვატიული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები. რომანში აღწერილია ნიჭიერი ახალგაზრდა გმირი, რომელიც ქალაქში მოდის პროვინციიდან და ცდილობს საზოგადოების ფენებში ინტეგრირებას, მაგრამ ვერ ახერხებს. რომანის საუკეთესო მონაკვეთებში ის აანალიზებს ადამიანის მარტოობას, უსარგებლო ყოფას, სხვა ადამიანებთან ჰარმონიული და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების შეუძლებლობას.

ივო კოზარჩანინის რომანი „Tihi putovi“ (1939) ასევე ეხება ჰიპერმგრძნობიარე გმირის ბედს, მისი ეროტიული სურვილების შეჯახებას წვრილბურჟუაზიულ ცხოვრებასთან.

1939 წელს გაზეთ „Horvatska Šodenna Gazeta“, 1939, No1041, ივო კოზარცანიჩმა გამოაქვეყნა სტატია ტ. გ. შევჩენკოს შემოქმედების შესახებ.[5]

მწერალი გარდაიცვალა 1941 წლის 4 თებერვალს. მას იუგოსლავიის სამეფო არმიის შეიარაღებულმა მცველმა შემთხვევით ესროლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • K. Nemec. Povijest hrvatskog romana. T. 2. 1998;
  • P. Pavličić. Moderna hrvatska lirika. 1999;
  • A. Stamać. Predgovor. Ivo Kozarčanin. Izabrana djela. 2008;
  • Hrvatska ševčenkiana. 2011 (усі — Заґреб).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]