შინაარსზე გადასვლა

ივანე კახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე კახაძე
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1904 (4 იანვარი, 1905)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 17 მაისი, 1955(1955-05-17) (50 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

ივანე რაჟდენის ძე კახაძე (დ. 4 იანვარი, 1905 [ძვ. სტ. 22 დეკემბერი, 1904], დიდი ჯიხაიში — გ. 17 მაისი, 1955, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947).

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1930). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

კახაძის შრომები შეეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სასარგებლო წიაღისეულების (ქვანახშირი, ბარიტი, პოლიმეტალები, სამშენებლო ქვები და სხვ.) საბადოების გეოლოგიური აგებულების შესწავლის საქმეში.

დაჯილდოებლია შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედელბით.

  • საქართველოს შუა იურულის ფაუნა, 1942.