როდიონ რასკოლნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდიონ რომანის ძე რასკოლნიკოვი (რუს. Родион Романович Раскольников) — ფიოდორ დოსტოევსკის 1866 წელს გამოქვეყნებული რომანის, „დანაშაული და სასჯელის“ პროტაგონისტი.

როდია (როგორც მას დედა იხსენიებს) ყოფილი სტუდენტია („ნასტუდენტარი“), რომელიც სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად ჩავიდა მაგრამ უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. უშემოსავლოდ დარჩენილი გადაწყვეტს მოკლას მოხუცი მევახშე (ალიონა ივანოვნა), რომელთანაც მამისგან დატოვებული ნივთები აქვს დაგირავებული. რასკოლნიკოვი საბოლოოდ მოახერხებს მევახშის მკვლელობას, თუმცა მოუწევს მოწმის მოშორებაც, რომელიც მოკლულის ნახევარდაა. მკვლელობის შემდგომ რასკოლნიკოვი იწყებს თავის თავში ჩაღრმავებას და უჩნდება პარანოიული შიში იმისა რომ ყველაფერი გაცხადდება. როდია ერთ-ერთ დუქანში გაიცნობს სემიონ მარმელადოვს, სახელმწიფო სამსახურში ნამუშევარ კაცს, რომელიც როდიას გულს გადაუშლის და თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს, მათ შორის საკუთარ ქალიშვილზე, სონია მარმელადოვაზე, რომელიც ოჯახის რჩენის გამო პროსტიტუციას მიყოფს ხელს. რასკოლნიკოვი ნასვამ მარმელადოვს სახლშიც მიიყვანს, სადაც ფარულად თანხას დატოვებს. უმუშევარი როდია დახმარების იმედით გადაწყვეტს თავის ყოფილ კურსელს დმიტრი ვრაზუმიხინს მიაკითხოს (რომელსაც ყველა „რაზუმიხინად“ იხსენიებს), თუმცა მოგვიანებით ინანებს მასთან მისვლას და სახლს დატოვებს. ვრაზუმიხინი შეძლებს როდიას კვალის პოვნას და აღმოაჩენს რომ ის გაურკვეველ სენს ჰყავს შეპყრობილი. ქალაქში ჩამოდიან მისი დედა (პულხერია რასკოლნიკოვა) და და (ავდოტია „დუნია“ რასკოლნიკოვა), რომელთაგანაც როდიამ მანამდე მიიღო წერილი რომელშიც დედა ატყობინებდა მისი დის პიოტრ ლუჟინზე ნიშნობის შესახებ, რომელიც პულხერია რასკოლნიკოვამ „გავლენიან, შეძლებულ“ კაცად დაახასიათა, თუმცა როდია თვლის რომ მის დას ქორწინება ძმის და ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გამოკეთების გამო სურს და ამის წინააღმდეგი ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დანაშაული და სასჯელი“ – ფიოდორ დოსტოევსკი - [პალიტრა L, 2017]. - ISBN 9789941325816;