ეშმაკნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ეშმაკნი“
Бесы

„ეშმაკნის“ ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი
ავტორი ფიოდორ დოსტოევსკი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
ჟანრი ფილოსოფიური რომანი
გამოცემის თარიღი 1872
წინამორბედი The Eternal Husband
მომდევნო Bobok

ეშმაკნი“ (რუს. Бесы) — რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის რომანი, რომელიც 1872 წელს გამოიცა. რომანი ძალზედ პოლიტიკური ხასიათისაა და ნათლად ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას[1].

„ეშმაკნის“ ისტორია დიდწილად ეყრდნობა ივანოვის მკვლელობას და მოქცეულია იოანეს გამოცხადების გავლენის ქვეშ. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები — სტეფან და პიოტრ ვერხოვენსკები ნეჩაევსა და ტიმოთეი გრანოვსკის განასახიერებენ.[2] მოქმედება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხდება, ძირითადად სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში. სტეფან ტროფიმოვიჩის ვაჟი, პიოტრ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თ. დოესტოევსკი - ეშმაკნი; „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1990; გვ. 2
  2. Kjetsaa 1989, pp. 310–322.