შინაარსზე გადასვლა

იდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იდი (მრავალმნიშვნელოვანი).

იდი (ლათ. id, ინგლ. it, გერმ. das Es — იგი) — ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, პიროვნების სტრუქტურის ერთ-ერთი კომპონენტი. იდი ენერგიის წყაროა პიროვნების სტრუქტურის ყველა ინსტანციისათვის. იდი ლტოლვების საბადოა და მუდმივად ცდილობს, დაიკმაყოფილოს მოთხოვნები. აღმოცენებული ლტოლვა, თუ ის არ დაკმაყოფილდა, დაუყონებლივ ქმნის დაძაბულობას. ლტოლვების დაკმაყოფილების შედეგად დაძაბულობა განიტვირთება. მას არ შეუძლია აიტანოს ენერგიის ზრდა, ამიტომაც იბრძვის ლტოლვების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილებისთვის. იდის ამოცანა არის დაძაბულობის მოხსნა ან მინიმუმამდე შემცირება, სიამოვნების გაზრდა და დისკომფორტის მოხსნა. იგი სიამოვნების პრინციპით მოქმედებს. იდის შინაარსი თითქმის მთლიანად არაცნობიერია. იდი მოიცავს პრიმიტიულ აზრებს, რომლებიც არასდროს ცნობიერდება და აზრებს, რომლებიც ცნობიერების მიერ განიდევნა მათი საშიშროების გამო. ფროიდის აზრით, განდევნილ და არაცნობიერ ინფორმაციას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ქცევაზე.

  • Л. Д. Столяренко. Основы Психологии. — Ростов-на-Дону: «Феникс», 2005, 13-е издание.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იდი&oldid=3877647“-დან