ინფორმაცია
იერსახე
ინფორმაციის პირველადი მნიშვნელობა არის რაიმე ცნობა, შეტყობინება (informatio ლათინურად ნიშნავს „განმარტებას, გადმოცემას“), რომელიც ადამიანის მიერ გადაიცემა სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა საშუალებით (პირობითი სიგნალები, ტექნიკური საშუალებები და სხვა).
ინფორმაცია ფართო მნიშვნელობის მქონე ცნებაა, რომელიც კონტექსტის შესაბამისად შეიძლება ნიშნავდეს:
- მიღებულ ცოდნას რაიმე განსაზღვრული ფაქტის ან მოვლენის შესახებ (ახალი ამბავი: პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო);
- საუბრით, სწავლით ან კვლევით შეძენილ ცოდნას;
- ცნობის გადაცემის მოქმედებას ან ფაქტს;
- სპეციალური (მაგ. საიდუმლო) ცნობების შეგროვება-გადაცემას;
- მონაცემის მნიშვნელობას ანუ გადაცემული ცნობის შინაარსს.
XX საუკუნის შუა წლებიდან ის სამეცნიერო ტერმინი გახდა, რომელიც გულისხმობს ცნობების გაცვლას ადამიანებს შორის, ადამიანსა და ავტომატს შორის, ავტომატებს შორის, ასევე სიგნალების გაცვლას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში, თვისებების გადაცემას უჯრედიდან უჯრედისათვის, ორგანიზმიდან ორგანიზმისათვის. ინფორმაცია კიბერნეტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alan Liu (2004). The Laws of Cool: Knowledge Work and the Culture of Information, University of Chicago Press
- Bekenstein, Jacob D. (2003, August). Information in the holographic universe. Scientific American.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: