იაფის და ასკალონის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაფის და ასკალონის საგრაფო
Comté de Jaffa et Ascalon
იერუსალიმის სამეფოს ვასალი

1100–1268
დედაქალაქი იაფა
ენები ლათინური
ძველი ფრანგული
იტალიური
ბერძნული
არაბული
რელიგია რომის კათოლიკური
ბერძნული მართლმადიდებლური
სირიული მართლმადიდებლური
ისლამი
იუდაიზმი
მთავრობა ფეოდალური მონარქია
გრაფი
 -  დაახლ. 1100 როჯერი და ჟერარდი
 -  1266-1268 ჯეიმზ დე იბელინი
ისტორია
 -  პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1100
 -  ბეიბარსის მიერ დაპყრობა 1268
დღეს ამ ტერიტორიაზე ისრაელის დროშა ისრაელი

იაფის და ასკალონის საგრაფოიერუსალიმის სამეფოს ოთხი ძირითადი შემადგენელი სენიორიადან ერთ-ერთი. იგი შეიქმნა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ჟოფრუა ბულონელის მიერ. მის დაუფლებას წარუმატებლად ცდილობდა პატრიარქი დეგობერტ პიზელი. იგი რჩებოდა სამეფო დომენის ნაწილი ჰუგო I-ის მიერ ძალაუფლების მოპოვებამდე (1110). როდესაც ჰუგო II ფულკს აუჯანყდა, ფულკმა მოახერხა მისი დამარცხება და საგრაფო მცირე ნაწილებად დაყო და მთლიანად იერუსალიმის სამეფოს დომენი გახდა. 1153 წელს ბალდუინ III-მ დაიპყრო ასკალონი და იგი იაფის საგრაფოს შეუერთა.

ამის შემდეგ იაფის და ასკალონის გრაფები სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, მემკვიდრეთა ახლო ნათესავები ან მათთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ. 1221 წელს მეფე ჯონმა იგი ვოლტერ IV-ს გადასცა. 1250 წლისთვის იგი იბელინებს გადაეცა. 1268 წელს საგრაფო ბეიბერსმა დაიპყრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John L. La Monte, Feudal Monarchy in the Latin Kingdom of Jerusalem, 1100-1291. The Medieval Academy of America, 1932.
  • Jonathan Riley-Smith, The Feudal Nobility and the Kingdom of Jerusalem, 1174-1277. The Macmillan Press, 1973.
  • Steven Runciman, A History of the Crusades, Vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100-1187. Cambridge University Press, 1952.