იასონ ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იასონ ჭავჭავაძე

იასონ ჭავჭავაძე (დ. 1804, წინანდალი18 ივნისი 1857, თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1852).

სამხედრო სამსახური დაიწყო 1819 წ. პოდპრაპორშჩიკად შირვანის (შემდეგ პასკევიჩის ქვეითთა პოლკში). 1822 წ. მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში. 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1826-28). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წ. 13 სექტ. ელიზავეტპოლთან (ახლანდ. განჯა, აზერბაიჯანი) ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. რუსეთ-ოსმლეთის ომის (1828-29) დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმისა და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში. შემდეგ ჭავჭავაძე კვლავ მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. 1849 წ. დაინიშნა პრინც ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის მეთაურად. ყირიმის ომის დროს (1853-56) იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ბებუთოვის ალექსანდროპოლის რაზმის შემადგენლობაში. თავი ისახელა 1853 წ. 19 ნოემბ. ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლ. ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა. 1856 წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]