შინაარსზე გადასვლა

იან კომენსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან კომენსკი
ჩეხ. Jan Amos Komenský
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1592(1592-03-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი Uherský Brod[16] [17] [7]
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი, 1670(1670-11-15)[2] [3] [4] [18] [6] [8] [7] [19] [9] [10] [11] [20] [12] [13] [14] [15] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამსტერდამი, ნიდერლანდები[1] [21] [22]
დასაფლავებულია Naarden
საქმიანობა მასწავლებელი[20] [15] , პედაგოგი, ფილოსოფოსი[20] [13] [15] , მეცნიერი[23] [24] [25] , თეოლოგი[20] [15] , ენათმეცნიერი, პრესვიტერი, მწერალი[26] [27] [13] [15] , არქავისტი[13] , ისტორიკოსი[15] , პოლიტიკოსი[15] და ეპისკოპოსი[15]
მოქალაქეობა  ჰაბსბურგთა მონარქია
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
მეუღლე Johanna Gajusová[28] [29] , Marie Dorota Cyrillová[28] და Magdalena Vizovská[28]
შვილ(ებ)ი Alžběta Komenská და Daniel Komenský
ნათესავ(ებ)ი Peter Figulus Jablonsky და დანიელ ერნსტ იაბლონსკი
ხელმოწერა

იან ამოს კომენსკი, კომენიუსი (ჩეხ. Jan Amos Komenský, ლათ. Comenius; 28 მარტი 1592, ნივნიცე, სამხრეთი მორავია — გ. 15 ნოემბერი 1670, ამსტერდამი) — ჩეხი პედაგოგი, განმანათლებელი, მწერალი და მოაზროვნე, იან ჰუსის იდეებზე დაფუძნებული ჩეხური საძმოს უკანასკნელი პატრიარქი.

Via Lucis', 1668

კომენსკი 1592 წლის 28 მარტს დაიბადა მორავიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთ სლოვაკეთიდან გადმოსახლებული წარმომავლობით უნგრულ ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყაროები დღევანდელი ჩეხეთის უჰერსკე-ჰრადიშტეს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ქალაქებს და სოფლებს ასახელებენ: კომნა, ნივნიცე და უჰერსკი ბროდი. იან კომენსკი ერთადერთი ვაჟი და უმცროსი შვილი იყო მარტინ კომენსკის და ანა ჩმელოვას ხუთშვილიან ოჯახში. იან კომენსკის ბაბუა იან სეგეში, უნგრულ გვარს ატარებდა, თუმცა როდესაც კომნადან უჰერსკი ბროდში გადასახლდა, მან გვარი სლავურ ვარიანტზე შეიცვალა და თავისი მშობლიური სოფლის პატივსაცემად კომენსკი აირჩია. მარტინ და ანა კომენსკები მორავიული საძმოს მრევლი იყვნენ, რომლის ერთ-ერთი სულიერი ლიდერი მომავალში მათი შვილი გახდა. იან კომენსკი ადრე დაობლდა, მისი მშობლები და ორი და 1604 წელს დაიღუპნენ და პატარა იანი დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად სტრაჟნიცეში. მეტად ფინანსური სიდუხჭირის გამო, იანმა ძალზე გვიან, 16 წლის ასაკში შევიდა პრეშოვის ლათინურ სკოლაში, რისი დასრულების შემდეგაც სწავლა, ჯერ ჰერბორნის აკადემიაში (1611–1613), შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში (1613-1614) განაგრძო .

1614 წელს, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კომენსკიმ დაბრუნდა პრეშოვის ლათინურ სკოლაში რექტორის პოზიციაზე. იმავე წელს ის მორავიულ ძმათა ერთობის წევრი გახდა. 1618 წელს იქორწინდა პშეროვის მერის გერზე მაგდალინა ვიზოვსიზე, მალევე მორავიული საძმოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ტაძრის წინამძღოლი გახდა ფიულკენში. ამავე წელს დაიწყო ოცდაათწლიანი ომი, რომელშიც თითქმის მთელი ევროპა იყო ჩართული, ომის ეპიცენტრი კი სწორედ მორავიაზე გადიოდა. 1621 წელს რელიგიური ომების შედეგად დაკარგა მთელი თავისი ქონება, მათ შორის ნაშრომები და ჰაბსბურგების მიერ პროტესტანტების წინააღმდეგ დაწყებული დევნის გამო, იძულებული იყო მალვაში ემუშავა.

1622 წელს მისი მეუღლე და ორი ბავშვი დაიღუპა, ევროპაში იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული შავი ჭირის შედეგად.

1624 წლის იანვარში იანმა მუშაობა დაიწყო ბრანდისში, სადაც მან გაიცნო თავისი მომავალი მეორე ცოლი, ეპისკოპოსის ქალიშვილი მარია დოროთა კირილოვა და მალევე იქორწინა მასზე.

1626 წელს იანი გაემზგავრა პოლონურ ქალაქ ლეშნოში, რომელიც იმ პერიოდში ძმათა ერთობის რელიგიური ცენტრი იყო. დასაწყისისთვის იმედოვნებდა რა სამშობლოში მალე დაბრუნებას, წერდა ჩეხურ ენაზე სასკოლო სახელმძღვანელოებს, მოამზადა გეგმა საგანმანათლებლო ორგანიზაციის შესაქმნელად. რამდენიმე ხანში ის აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა ადგილობრივი გიმნაზიის პრორექტორად.

1641 წლის იანვარში კომენსკის მოწვევა მოუვიდა ინგლისის პარლამენტისგან სალექციო ტურზე, რომლის ფარგლებში მას ასევე მოუწევდა სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე გამოსვლა. იანი ინგლისში ადგილობრივი საჯარო განათლების რეფორმის კომისიის წევრი გახდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა სიტუაციამ რეფორმები შეაფერხა და კომენსკი ინგლისიდან გამომგზავრების აუცილებლობის წინაშე დადგა.

1642 წელს კომენსკი ამსტერდამიდან შვედეთში გაემგზავრა, საიდანაც მან მიიღო შემოთავაზება გაეტარებინა ადგილობრივ სკოლებში რეფორმები და შეექმნა სახელმძღვანელოები, თუმცა ადგილობრივ კოლეგებთან იდეური კონფლიქტების გამო კომენსკიმ ვერ დაასრულა მისია სასურველი შედეგით. 1648 წელს, მძიმედ ავადმყოფ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა ლეშნოში, სადაც ის მსახურობდა ეპისკოპოსის ხარისხით. 26 აგვისტოს გარდაიცვალა კომენსკის მეორე ცოლი მარია დოროთა, რომელთანაც კომენსკის ოთხი შვილი ჰყავდა. ამ ქორწინებიდან იანს სამი ქალიშვილი — კრისტინა, ალჟბეტა, ზუზანა და ვაჟი დანიელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ, 1949 წელს კომენსკი პოლონურ ქალაქ ტორუნში მესამედ დაქორწინდა,ამჯერად მისი რჩეული მასზე ოცდაათი წლით უმცროსი იანა გაიუსოვა გახდა.

1648 წელს ვესტფალიის ზავით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი, რისი შედეგების გათვალისწინებით დასამარდა იმედი კომენსკის და სხვა ჩეხი პროტესტანტი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების. თუმცა მშვიდობიანი პერიოდი რეგიონში დიდი ხანი არ გაგრძელებულა, 1655 წელს დაიწყო ომი შვედეთსა და პოლონეთს შორის, კომენსკიმ მისი მხარდაჭერა პროტესტანტული შვედეთის სასარგებლოდ დააფიქსირა, რის საპასუხოდაც 1658 წელს, პოლონელმა პარტიზანებმა მთლიანად გადაწვეს მისი საცხოვრებელი სახლი ლეშნოში, ხანზარს ვერც კომენსკის უზარმაზარი ბიბლიოთეკა გადაურჩა.

ბოლო 14 წელიწადი თავისი ცხოვრებისა კომენსკიმ ამსტერდამში გაატარა. მიუხედავად იმ უბედურებისა, რაც მას თავს დაატყდა, იგი არ გატეხილა და კვლავ აქტიურობით გამოირცეოდა. ამსტერდამში ყოფნისას დაწერა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი: „უნივერსალური რჩევა ადამიანების საქმეთა გამოსასწორებლად“, სადაც იგი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებასა და იდეებს საზოგადოების სამოქალაქო რეფორმების შესახებ.ამასთანავე მოუწოდებდა ყველას განათლების ჰუმანიზაციის შესახებ. იგი ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ფანსოფიკური სკოლა იგივე სიბრძნის სკოლა (ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის), სადაც ადამიანები მიიღებდნენ ერთადერთ აუცილებელ ცოდნას, თუ რა სჭირდებათ მათ სიცოცხლის მანძილზე,სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ. თუმცა იან ამოს კომენსკიმ ეს იდეა ვერ განახორციელა.

დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ კომენსკი გარდაიცვალა 1670 წლის 15 ნოემბერს ამსტერდამში. სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იმყოფებოდნენ ცოლი იანა, ვაჟიშვილი დანიელი და ახლო მეგობარი, ექიმი ნიკოლას ტულპა. დაკრძალულია ჩრდილო ჰოლანდიურ ქალაქ ნარდენში.

კომენსკი, როგორც ყველა პროტესტანტი, იცავდა ნებისმიერი მორწმუნის უფლებას (დამოუკიდებლად მისი საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობისა და სქესისა), წაიკითხოს ბიბლია და გაიაზროს წაკითხულის შინაარსი. ამის განსახორციელებლად საჭირო იყო შესაბამისი განათლების სისტემის არსებობა. ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობდა კომენსკის პედაგოგიური იდეები, რომლებიც მან გადმოსცა ნაშრომში „დიადი დიდაქტიკა” (Великая дидактика): საყოველთაო განათლება, უნივერსალიზმი და უნიტარიზმი. სწორედ მან შემოიღო საკლასო გაკვეთილების სისტემა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დღესაც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ცოდნის სკოლასთან მისი კავშირი კარგად ჩანს შემდეგი ციტატიდან: “საჭიროა იმის მიღწევა, რომ მოსწავლეებს არაფერი შეხვდეთ ამქვეყნად ისეთი, რაზეც მათ არ ექნებათ თავისი მოკრძალებული შეხედულებების შექმნის შესაძლებლობა და რის გამოყენებასაც გონივრულად ვერ შეძლებენ საკუთარი მიზნის მისაღწევად”.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Пискунов А. И. Коменский Ян Амос // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 12 : Кварнер — Конгур. — С. 499.
  2. 2.0 2.1 Jan Amos Comenius — 2009.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 Czech National Authority Database
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 Internet Philosophy Ontology project
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 ПроДетЛит — 2019.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Vědecká knihovna v Olomouci REGO
  14. 14.0 14.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 15.7 15.8 Olomouc City Library regional database
  16. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1016/S0191-6599(05)80111-1
  17. http://www.angelfire.com/journal2/watch-unto-prayer/reformation.html
  18. Find a Grave — 1996.
  19. Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 The Fine Art Archive — 2003.
  21. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/09608780500293083
  22. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/02604020902733371
  23. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/978-90-481-9803-0_24.pdf
  24. http://ec.europa.eu/research/headlines/news/article_09_07_24_en.html
  25. http://www.aboutmyarea.co.uk/Cheshire/Cheadle/SK8/News/Local-News/154172-Mums-not-going-to-Iceland-We-are-by-Debbie-Elley
  26. http://www.emeraldinsight.com/journals.htm?articleid=858981&show=pdf
  27. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  28. 28.0 28.1 28.2 http://www.digitalniknihovna.cz/mzk/uuid/uuid:9faace80-b626-11e2-8c63-5ef3fc9ae867
  29. http://www.digitalniknihovna.cz/mzk/uuid/uuid:72273590-c35b-11e4-ba2b-5ef3fc9bb22f