იამაგატის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1878
ტიპი უნივერსიტეტი და academic publisher
ქვეყანა იაპონია
იამაგატის უნივერსიტეტი — იაპონია
იამაგატის უნივერსიტეტი
http://www.yamagata-u.ac.jp/

იამაგატის უნივერსიტეტი (იაპონ. 山形大学, Yamagata daigaku) ― ეროვნული უნივერსიტეტი იამაგატაში, იონეძავასა და ცურუოკაში, იამაგატის პრეფექტურაში.

2016-2017 წლებში Times Higher Education-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში იამაგატის უნივერსიტეტს მსოფლიოს 980 უნივერსიტეტს შორის 600-800 პოზიცია ეკავა.[1]

Thomson Reuters-ის 2017 წლის რეიტინგში მასალათმცოდნეობის დარგში ხშირად ციტირებადი ნაშრომების ანალიზის მიხედვით იამაგატის უნივერსიტეტმა მე-10 ადგილი დაიკავა.[2][3]

იამაგატის უნივერსიტეტი 1949 წელს დაარსდა, თუმცა მისი ისტორია 1878 წელს იამაგატაში იამაგატის ნორმალური სკოლის დაარსებით იწყება. უნივერსიტეტის ისტორიასთან დაკავშირებულია იონეზავის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (დაარსდა 1910 წელს), იამაგატის უმაღლესი სკოლა (დაარსდა 1920 წელს), იამაგატის პრეფექტურის სოფლის მეურნეობის კოლეჯთან (დაარსდა 1947 წელს).

იამაგატის უნივერსიტეტი მეორე უდიდესი უნივერსიტეტია ტოჰოკუს რეგიონში. უნივერსიტეტს ექვსი ფაკულტეტი აქვს. 2015 წლისთვის უნივერსიტეტში 9 073 სტუდენტი სწავლობდა.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაგატის უნივერსიტეტის კოძირაკავის კამპუსის მთავარი შესასვლელი

1876 წლის აგვისტოში იაპონიის იმპერიის მთავრობამ იამაგატის, ოკიტამისა და ცურუოკის პრეფექტურების ერთ ახალ იამაგატის პრეფექტურად გაერთიანება გადაწყვტა. სამივე პრეფექტურას საკუთარი ნორმალური სკოლა ჰქონდა. ინსტიტუციური ისტორია 1877 წლიდან იწყება, როდესაც ახალი იამაგატის პრეფექტურის კონგრესმა ახალი მასწავლებელთა საწვრთნელი საჯარო ინსტიტუტის დაარსება გადაწყვიტა. იამაგატის პრეფექტურის ნორმალური სკოლა 1878 წლის სექტემბერში დაარსდა.

პრეფექტურაში პირველი ეროვნული სკოლა იონეზავის უმაღლესი ტექნიკური სკოლა იყო, რომელიც 1910 წელს დაარსდა. ინსტიტუტი მეშვიდე უმაღლესი ტექნიკური სკოლა იყო იაპონიაში ტოკიოს, ოსაკის, კიოტოს, ნაგოიის, კუმამოტოსა და სენდაის უმაღლესი ტექნიკური სკოლების შემდეგ. 1944 წელს რეფორმაციის შემდეგ მას იონეზავის ინჟინერიის უნივერსიტეტი ეწოდა.

იონეზავის უმაღლესი ტექნიკური სკოლის დაარსებიდან ათი წლის შემდეგ იამაგატის პრეფექტურაში კიდევ ერთი ეროვნული სკოლა დაარსდა 1920 წელს. იამაგატის უმაღლესი სკოლა ქალაქ იამაგატაში მდებარეობდა და იაპონიის მე-14 ეროვნული უმაღლესი სკოლა იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა კომაგომეს იაპონური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიები დაბომბეს და სიტუაციის გაუარესების შემდეგ ლაბორატორიები მახლობელ ქალაქებში, კანაზავაში, ოსაკასა და იამაგატაში, გადაიტანეს.[5]

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაგატის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტი

იამაგატის უნივერსიტეტი მსოფლიოს 18 ქვეყნის 48 უნივერსიტეტთან და ინსტიტუტთანაა დაკავშირებული. 2007 წლისთვის უნივერსიტეტს მსოფლიოს 9 ქვეყნის 25 ინსტიტუტთან აქვს საერთაშორისო გაცვლითი შეთანხმებები დადებული.

იამაგის უნივერსიტეტს უნივერსიტეტთაშორისი შეთანხმებები აქვს დადებული: ტალკის უნივერსიტეტთან (ჩინეთი), ჰარბინის სამედიცინო უნივერსიტეთან, ჰაბეის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ძილინის უნივერსიტეტთან, ტალინის უნივერსიტეტთან (ესტონეთი), ლატვიის უნივერსიტეტთან (ლატვია), სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტთან (პერუ), ბურიატის სახლემწიფო უნივერსიტეტთან (რუსეთი), დაეგუს უნივერსიტეტთან (სამხრეთი კორეა), ინძეს უნივერსიტეტთან (სამხრეთი კორეა), ნიუ-იორკის სახელმწიფოს უნივერსიტეტთან და სხვ.

უნივერსიტეტის ლიტერატურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შეთანხმებები აქვს დადებული გუანსი-ჯუანის ნორმალურ უნივერსიტეტთან (ჩინეთი), ჰარბინის ტექნოლოგიის ინსტიტუტის უცხო ენათა სკოლასთან, ბურიატის სახლემწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთის კვლევათა დეპარტამენტთან, ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კოლეჯთან (სამხრეთი კორეა) და ფორტ-ლუისის კოლეჯთან (აშშ).

უნივერსიტეტის განათლების, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტს შეთანხმებები აქვს დადებული: ბეიჰუის უნივერსიტეტთან (ჩინეთი), ლატვიის უნივერსიტეტის თანამედროვე ენათა ფაკულტეტთან, ბუქარესტის უნივერსიტეტთან, ინძეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან და მინგ-ჩუანის უნივერსიტეტის გამოყენებით ენათა სკოლასთან (ტაივანი).

იამაგატის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი

მედიცინის ფაკულტეტი თანამშრომლობს ჰარბინის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ჰებეის სამედიცინო უნივერსიტეტთან, ჩჟეძიანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასთან და სხვ.

უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტი თანამშრომლობს ჩიტაგონგის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტთან (ბანგლადეში), ჰენანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ქიმიური ინჟინერიის კოლეჯთან, ძილინის უნივერსიტეტთან, ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (უნგრეთი), ხარკივის რადიოელექტრონიკის ეროვნულ უნივერსიტეტთან (უკრაინა), ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჰოშიმინის ერონვულ უნივერსიტეტთან (ვიეტნამი) და ა.შ.

იამაგატის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი თანამშრომლობს ტალკის უნივერსიტეტის სოფლის მეუნროების მეცნიერებათა ფაკულტეტთან, ჩინეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის სურსათის მეცნიერებისა და კვების ინჟინერიის კოლეჯთან, იანბანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის კოლეჯთან (ჩინეთი), გაჯა მადას უნივერსიტეტის (ინდონეზია) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ფაკულტეტებთან, ლაოსის ეროვნული უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტთან, მონღოლეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ა.შ.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ტაკეო დოი ― იაპონელი ავიაინჟინერი, მიჩირო ენდო ― იაპონელი მუსიკოსი და ავტორი, მიკიო ნარიტა ― იაპონელი მსახიობი, იატარო მიშიმა ― იაპონელი ბიზნესმენი, იოშიჰირო ტოგაში ― იაპონელი მანგის მხატვარი, იაკააკი იოშიმოტო ― პოეტი, ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი, და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]