გაჯა მადას უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1949
ატარებს სახელს გაჯა მადა
ტიპი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
ქვეყანა ინდონეზია[1]
ტელეფონი +622746492599[2]
გაჯა მადას უნივერსიტეტი — ინდონეზია
გაჯა მადას უნივერსიტეტი
https://www.ugm.ac.id[2]

გაჯა მადას უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი სლემანში, ჯოკიაკარტის სპეციალურ რეგიონში, ინდონეზიაში. ოფიციალურად დაარსდა 1949 წლის 19 დეკემბერს. გაჯა მადას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით.[3][4] გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ინდონეზიაში და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება ქვეყნის მასშტაბით. QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ინდონეზიის მასშტაბით და 231-ე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით.[5][6][7]

უნივერსიტეტი 1940-იან წლებში ნიდერლანდელთა მმართველობის დროს დაარსდა და პირველი სამედიცინო ფაკულტეტი იყო, სადაც აბორიგენ ინდონეზიელებს იღებდნენ.[8][9][10]

უნივერსიტეტი 18 ფაკულტეტსა და 27 კვლევით ცენტრს მოიცავს. ფუნქციონირებს 68 საბაკალავრო, 23 სადიპლომო, 104 სამაგისტრო და სპეციალური, 43 სადოქტორო და 4 პოსტსადოქტორო სასწავლო პროგრამა. უნივერსიტეტში დაახლოებით 55 000 სტუდენტი და 1 187 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. პერსონალის რაოდენობა 2 500 ადამიანს აღწევს.[11][12] უნივერსიტეტის კამპუსი 360 აკრზეა (150 ჰექტარი) განლაგებული და დაწესებულებებთან ერთად სტადიონსა და ფიტნეს ცენტრსაც მოიცავს.[13]

უნივერსიტეტს სახელი ეწოდა XIV საუკუნეში მაჯაპაჰიტის მმართველის, გაჯა მადას საპატივცემულოდ, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ინდონეზიელი ერის პირველ გამაერთიანებლად მიიჩნევა.[14][15] უნივერსიტეტის სახელწოდებაში დღემდე შემორჩენილია ნიდერლანდების ხანის მართლწერა. 1985 წელს გაჯა მადას უნივერსიტეტში სატყეო საქმის ხარისხი მიიღო ინდონეზიის მეშვიდე და დღევანდელმა პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.[16]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაჯა მადას უნივერსიტეტი მთავარი კარიბჭე

გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ინდონეზიაში. უნივერსიტეტი ნიდერლანდების გავლენის პერიოდში დაარსდა. ამ პერიოდშივე ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტიდან ჯოკიაკარტაში გადავიდა.[17]

გაჯა მადას უნივერსიტეტი 1949 წელს N23 სამთავრობო განკარგულების საფუძველზე დაარსდა მანამდე არსებული კოლოჯების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის განკარგულება 16 დეკემბერს მიიღეს, გაჯა მადას უნივერსიტეტის ინაუგურაცია 19 დეკემბერს გაიმართა, რაც სპეციალურად დაუმთხვიეს ერთი წლით ადრე ნიდერლანდელების მიერ განხორციელებულ ოპერაცია კრააის დაწყების თარიღს.[17]

დაარსების დროს უნივერსიტეტში ექვსი ფაკულტეტი ფუნქციონირებდა: მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის, სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ინჟინერიის, პედაგოგიკისა და ფილოსოფიის, სოფლის მეურნეობის და ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტები.

1952 წლიდან 1972 წლამდე სამართლის, სოციალურ და მეცნიერებათა ფაკულტეტი ორ ფაკულტეტად: სურაბაიას სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტად და განათლებისა და მასწავლებელთა წვრთნის ფაკულტეტად გაიყო, რომელიც შემდგომში დღევანდელი ჯოკიაკარტის სახელმწიფო უნივერსტიტეტს შეუერთდა.[18]

კამპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალაირუნგი ― უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაციის შენობა

უნივერსიტეტის მთავარ შენობას ბალაირუნგი ეწოდება, რომელიც რექტორატის შენობაა სლემანის სარეგენტოში. მახლობლად მდებარე Graha Sabha Pramana-ში გამოსაშვები ცერემონიები იმართება. უნივერსიტეტის კამპუსი მოიცავს ბიბლიოთეკას, სპორტულ ცენტრს, რომელიც სტადიონს, ჩოგბურთის მოედანსა და კალათბურის მოედანს მოიცავს.

უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი სლემანის სარეგენტოში მდებარეობს, ხოლო ზოგიერთი დაწესებულება (მათ შორის პროფესიული სკოლა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნაწილი) ქალაქ ჯოკიაკარტაში მდებარეობს.

ფაკულტეტები და სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაჯა მადას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია 18 ფაკულტეტს მოიცავს, სადაც ბაკალავრიატიდან პოსტსადოქტორო დონემდე პროგრამები ისწავლება. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული სკოლაც.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, ცხოველთა მეცნიერებების, კულტურის მეცნიერებების, სტომატოლოგიის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ინჟინერიის, სატყეპო საქმის, გეოგრაფიის, სამართლის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, ფარმაციის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტები.

კვლევითი ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს მეტყევეობის ხარისხი გაჯა მადას უნივერსიტეტში აქვს მიღებული

უნივერსიტეტს 24 საუნივერსიტეტო კვლევითი და სასწავლო ცენტრი აქვს:[19] აგროეკოლოგიისა და მიწის რესურსების კვლევების, აზია-წყნარი ოკეანის კვლევების, კატასტროფების კვლევების, ბიოტექნოლოგიის კვლევითი, ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის კვლევების, ეკონომიკური დემოკრატიის კვლევების, ენერგიის კვლევების, კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებისა და ნარკოტიკების პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის კვლევების, კულტურის კვლევების, მოსახლეობისა და პოლიტიკის კვლევების, გარემოს კვლევების, პანჩა სილის კვლევების, ფარმაცევტული მრეწველობისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიის კვლევების, სურსათისა და კვების კვლევების, ტურიზმის კვლევების, სასოფლო და რეგიონული განვითარების კვლევების, ბიოლოგიური რესურსების მენეჯმენტის, მსოფლიო ვაჭრობის კვლევების, რეგიონული განვითარების დაგეგმარების კვლევების, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სოციალური კვლევების, საზღვაო რესურსების გავითარებისა და ტექნოლოგიის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კვლევების და ქალების კვლევების ცენტრები.

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ჯოკო ვიდოდო ― ინდონეზიის მე-7 პრეზიდენეტი, ბოედიონო ― ინდონეზიის მე-11 ვიცე-პრეზიდენტი, პარი ვარჯიიო ― ინდონეზიის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი, ბუდი კარია სუმადი ― ინდონეზიის 38-ე ტრანსპორტის მინისტრი, ბრიჯიდა ანტონია კორეია ― აღმოსავლეთ ტიმორის პარლამენტის წევრი, რეტნო მარსუდი ― ინდონეზიის მე-17 საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. 2.0 2.1 pddikti.kemdikbud dataset
  3. Introducing UGM (26 March 2017). ციტირების თარიღი: 26 March 2017
  4. Top Universities in Indonesia. Top Universities (5 April 2016). ციტირების თარიღი: 26 March 2017
  5. Richter, Max (2012). Musical Worlds in Yogyakarta. Leiden, Netherlands: KITLV Press (Koninklijk Instituut voor Taal-, Land- en Volkenkunde – Royal Netherlands Institute of Southeast Asian and Caribbean Studies), გვ. 160. ISBN 978-90-6718-390-1. 
  6. „ITB, UGM, UI named top three universities in Indonesia“. The Jakarta Post. News Desk. 17 August 2016. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  7. „UGM Ranks First in Indonesia and 53rd in Asia“. Southeast Asian University Consortium for Graduate Education in Agriculture and Natural Resources. 17 April 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2017. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  8. Lock, Stephen; Last, John M.; Dunea, George (2001) The Oxford Illustrated Companion to Medicine. Oxford University Press, გვ. 765. ISBN 0-19-262950-6. 
  9. Forest, James J. F.; Altbach, Philip G. (2006) Volume 18 of Springer International Handbooks of Education: International Handbook of Higher Education, Volume 1. Springer, გვ. 772. ISBN 1-4020-4011-3. 
  10. Suratno, Tatang (12 June 2014). „The education system in Indonesia at a time of significant changes“. Revue internationale d'éducation de Sèvres. doi:10.4000/ries.3814. S2CID 142805391. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  11. Faculty (2013). ციტირების თარიღი: 9 November 2014
  12. Research and Community Service (2013). ციტირების თარიღი: 9 November 2014
  13. Campus Map (2013). ციტირების თარიღი: 9 November 2014
  14. Syahreza, Andre (2012). „The topicality of pre-colonial Indonesian heroes“. Bijdragen tot de Taal-, Land- en Volkenkunde. 168 (1): 12. doi:10.1163/22134379-90003573. hdl:20.500.11755/2f3453d4-90c1-47bb-83d7-ac1342119fa7. JSTOR 41494544.
  15. Frederick, William H.; Worden, Robert L. (1992) Indonesia: A Country Study.. Washington, DC: Federal Research Division of the Library of Congress. „Some Indonesian historians have considered Gajah Mada as the country's first real nation-builder. It is significant that Gadjah Mada University (using the Dutch-era spelling of Gajah Mada's name), established by the revolutionary Republic of Indonesia at Yogyakarta in 1946, was--and remains--named after him.“ 
  16. Bland, Ben (25 June 2014). „Indonesia: The political outsider“. Financial Times. ციტირების თარიღი: 26 March 2017.
  17. 17.0 17.1 Suwarni; Santoso, Heri (2009) 60 Tahun Sumbangsih UGM Bagi Bangsa (id). Yogyakarta: Universitas Gadjah Mada. ISBN 978-979-420-089-6. 
  18. Gadjah Mada University: History (Logo and Philosophy) (22 January 2011). ციტირების თარიღი: 26 March 2017
  19. Research. Universitas Gadjah Mada. ციტირების თარიღი: 28 June 2019