თრიალეთი (რადიო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თრიალეთი (რადიო) — რადიო, რომელმაც მაუწყებლობა 2004 წელს, გორში დაიწყო. რადიო შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“ ეკუთვნის. რადიო „თრიალეთს“ კერძო და საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია აქვს, ნომრით B57 და FM 104,8 სიხშირეზე გორში, ხაშურში, ქარელში, კასპსა და ცხინვალში მაუწყბელობს.

„თრიალეთის“ ეთერში საინფორმაციო გამოშვება 10:00-დან 20:00 საათამდე ყოველ საათში ერთხელ გადის. რადიოს ეთერი საინფორმაციო გადაცემების გარდა მუსიკალური და გასართობი გადაცემებითაა დაკომპლექტებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]