განთიადი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).

„განთიადი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური-ლიტერატურული გაზეთი. რსდმპ თბილისის გაერთიანებული კომიტეტის ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წლის 5 მარტს. გაზეთი სისტემატურად აქვეყნებდა ი. სტალინის სტატიებს, განსაკუთრებით აქტიური მნიშვნელობისა იყო სტატია „სახელმწიფო სათათბირო და სოციალ-დემოკრატების ტაქტიკა“. რედაქტორ-გამომცემელი — თ. კიკვაძე. ბოლშევიკების ფრაქციიდან სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ი. სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე და სხვა პარტიული მოღვაწეები. 1906 წლის 10 მარტს მთავრობის განკარგულებით „განთიადი“ დაიხურა. 12 მარტიდან „განთიადის“ ნაცვლად გამოდიოდა გაზეთი „ელვა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]