თრანის ნამოსახლარი
იერსახე
თრანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 5 კილომეტრზე. გუგუდის ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნამოსახლარზე შემორჩენილია ორი ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. აღმოჩნდა წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლისა და ღარიანი კრამიტის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაკაიძე ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 386-387.