თორსტეინ ვებლენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
თორნსტეინ ვებლენი
Veblen3a.jpg
მშობლიური სახელი Thorstein Bunde Veblen
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1857
დაბ. ადგილი უისკონსინი, აშშ
გარდ. თარიღი 3 აგვისტო, 1929 (72 წლის)
გარდ. ადგილი კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ და ნორვეგია
საქმიანობა ეკონომისტი, სოციოლოგი, მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა, სოციოეკონომიკა
დამსაქმებელი მისურის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და სოციალური კვლევის ახალი სკოლა
ჯილდოები ჯონ ედისონ პორტერის პრიზი
ალმა-მატერი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, კარლტონ-კოლეჯი და იელის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი უილიამ გრემ სამნერი[1]
დოქტორანტი ჯორჯ უორდ სტოკინგი[1] და ჰერბერტ ჯოზეფ დავენპორტი[1]
პოლიტიკური პარტია ამერიკის სოციალისტური პარტია
ხელმოწერა Signature of Thorstein Veblen.svg
სახელგანთქმული ნამუშევარი უსაქმური კლასის თეორია

თორსტეინ ვებლენი (ინგლ. Thorstein Veblen; დ. 30 ივლისი, 1857 — გ. 3 აგვისტო, 1929) — ამერიკელი ეკონომისტი და სოციოლოგი, რომელმაც კაპიტალიზმის კრიტიკით გაითქვა სახელი.

ვებლენმა თავის ყველაზე გახმაურებულ ნაშრომში „უსაქმური კლასის თეორია“ (1899) შექმნა თვალშისაცემი მოხმარებისა და თვალშისაცემი თავისუფალი დროის გამოყენების კონცეფციები. მისმა თვალსაზრისმა თვალშისაცემი მომხარების შესახებ დიდი გავლენა მოახდინა იმ ეკონომისტებზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფაშიზმის, კაპიტალიზმისა და ტექნოლოგიური დეტერმინიზმის არამარქსისტულ კრიტიკაში. როგორც აშშ-ში პროგრესული ერის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი ფიგურა, ვებლენი აკრიტიკებდა მოგების მიზნით წარმოებას.

ეკონომიკის ისტორიკოსები ვებლენს ინსტიტუციური ეკონომიკის სკოლის დამფუძნებლად მიიჩნევნენ. თანამედროვე ეკონისტები დღემდე განიხილავენ ვებლენის დიქოტომიას, რომელიც ინსტიტუციების მიერ ტექნოლიგიების გამოყენების განსაზღვრებას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Mathematics Genealogy Project — 1997.