ანტიკონსუმერიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ანტიკონსუმერიზმი — სოციოპოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც უპირისპირდება კონსუმერიზმს, მატერიალური ქონების უწყვეტ შეძენასა და მოხმარებას. ანტიკონსუმერიზმი დაინტერესებულია ბიზნეს კორპორაციების კერძო ქმედებებით, რომლებიც მიმართულია ფინანსური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად საჯარო კეთილდღეობის ხარჯზე, განსაკუთრებით გარემოსდაცვით, სოციალური სტრატიფიკაციისა და საგოგადოების მართვის ეთიკის საკითხებში. პოლიტიკაში ანტიკონსუმერიზმი გარემოსდაცვით, ანტიგლობალიზმისა და ცხოველთა უფლებების აქტივიზმთან იკვეთება.

ანტიკონსუმერიზმი წარმოიშვა, როგორც რეაქცია, იმ პრობლემების საპასუხოდ, რაც მომხმარებლებისადმი არასათანადო მოპყრობამ და წარმოებაში ცხოველების მოხმარებამ წარმოქმნა. ანტიკონსუმერიზმის მაგალითებია ნაომი კლეინის წიგნი „ლოგოს გარეშე“ და დოკუმენტური ფილმი კორპორაცია (2003).

ეკონომიკური მატერიალიზმის, როგორც დედამიწის დესტრუქციის გამომწვევი დეჰუმანიზებული ქმედების, კრიტიკა რელიგიიდან და სოციალური აქტივიზმიდან მომდინარეობს. რელიგიური კრიტიკის მტკიცებით, მატერიალისტური კონსუმერიზი ხელს უშლის ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირს და ცხოვრების ამორალურ წესს ქადაგებს. კათოლიკური პერსპექტივიდან, თომა აკვინელის მიხედვით, „სიხარბე, ყველა სხვა მომაკვდინებელი ცოდვის მსგავსად, ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვაა, რადგან ადამიანს დროებითი საგნების გამო მარადიული ღირებულებების დაგმობას აიძულებს.“ ასეთივე აზრზე იდგნენ ფრანცისკე ასიზელი და მაჰათმა განდი, რომლებიც ამბობდნენ, რომ სულიერი შთაგონება მათ მარტივი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა.

სეკულარული პერსპექტივიდან, კონსუმერისტული მატერიალიზმი კრიმინალის (რაც სიღარიბიდან და ეკონომიკური უთანასწორობიდან მომდინარეობს), ინდუსტრიული დაბინძურებისა და შესაბამისად, გარემოს დეგრადაციის მიზეზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]