შინაარსზე გადასვლა

თოლენჯის ლომისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოლენჯის ლომისის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თოლენჯის ჩრდილო-დასავლეთით, 4 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,2x4,1 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის გათლილი კვადრებით. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილი და სამხრეთ კედლის წყობის ოთხი რიგი. დასავლეთ კედელზე მიდგმული ყოფილა გეგმით ოთხკუთხა შენობა. ეკლესიას მინაშენი სამხრეთითაც ჰქონია.