თეოდორ ობერლენდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეოდორ ობერლენდერი (გერმ. Theodor Oberländer; დ. 1 მაისი, 1905, მაინინგენი — გ. 4 მაისი, 1998, ბონი) — გერმანელი პოლიტიკოსი, აგრონომი, ეკონომიკისა და თეოლოგიის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის საკითხის ექსპერტი.

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორ ობერლენდერი დაიბადა პროტესტანტულ ოჯახში. 1923 წელს დაამთავრა მაინინგის ჰუმანიტარული გიმნაზია და ჩააბარა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტზე. 1927 წელს მიიღო აგრონომის დიპლომი. შემდგომ გააგრძელა ეკონომიკის სწავლა კენიგსბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გახდა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლიდან ობერლენდერი გახდა აბვერის (გერმ. Abwehr) თანამშრომელი. ობერლენდერის ძირითად საქმიანობაში აღმოსავლეთ ევროპის საკითხის შესწავლა შედიოდა. ომის პერიოდში იყო ბატალიონ ნახტიგალის (გერმ. Nachtigall) პოლიტიკური ხელმძღვანელი. 1941–1943 წლებში ბატალიონ ბერგმანის (გერმ. Bergmann) მეთაური.

ომის შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945-1946 წლებში ობერლენდერი ამერიკელთა სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ 1948 წლიდან იყო ბავარიის თავისუფალ დემოკრატიული პარტიის წევრი. 1953-1961 წლებში იყო გერმანიის ბუნდესტაგის (გერმ. Bundestag) წევრი

ობერლენდერი და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობერლენდერმა 6 ენა იცოდა და დაინტერესებული იყო აღმოსავლეთ ევროპის საკითხით. 1938 წელს ადმირალმა კანარისმა იგი აბვერში მიიწვია. ობერლენდერის აზრით გერმანია იმ შემთხვევაში გახდებოდა დიდი სახელმწიფო თუ კაცობრიობას მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევდა და მსოფლიოს ბოლშევიზმისგან იხსნიდა. მაგრამ ნაცისტები მის შეხედულებებს არ იზიარებდნენ. 1941 წლის 30 ივნისს, როდესაც უკრაინული ბატალიონი ნაჰთიგალი ლვოვში შევიდა, უკრაინელებმა მაშინვე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ობერლენდერის წინააღმდეგობის მიუხედავად მეორე დღეს გესტაპომ (გერმ. Gestapo) უკრაინული მთავრობის ყველა წევრი დააპატიმრა და დახვრიტა. ობერლენდერზე კი თვალთვალი დააწესა. კანარისმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა ხელქვეითის დახსნა. მალე "ნაჰთიგალის" შემქმნელი "ბერგმანის" (მთის კაცი) მეთაურად დაინიშნა - ასე ერქვა ქართველი ტყვეებით დაკომპლექტებულ ქვედანაყოფს. როცა გერმანული არმია კავკასიას მიუახლოვდა, დღის წესრიგში დადგა თბილისის დაბომბვის საკითხი. ობერლენდერი და რაინჰარდ გელენი ამას წინ აღუდგნენ, მოახერხეს გერმანული სარდლობის დარწმუნება, რომ თბილისის დაბომბვა გერმანიას ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა. მალე ობერლენდერი „ბერგმანის“ მეთაურის თანამდებობიდან გადააყენეს. გესტაპომ ის შინაპატიმრობაში აიყვანა. დაჭერას კი სასწაულით გადაურჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ობერლენდერი დასავლეთ გერმანიაში დამკვიდრდა, სადაც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, იყო პარლამენტის დეპუტატი, მინისტრი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ემიგრაციასთან. პარლამენტის ტრიბუნიდან მან არაერთხელ ამხილა რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოში. ობერლენდერი მოესწრო გერმანიის გაერთიანებასა და საბჭოთა იმპერიის დაშლას.

ვიკიციტატა
„აღსრულდა ის, რისთვისაც ვიბრძოდი, - განაცხადა მან, - თუმცა ერთი ოცნება მაინც მაქვს. მსურს, თბილისში წავიდე და დამოუკიდებელი საქართველო საკუთარი თვალით ვნახო[1].“

სამწუხაროდ, ამას აღსრულება არ ეწერა. გერმანიაში აღმოჩნდნენ ძალები, რომლებმაც უკვე მოხუც ობერლენდერს ომის დროს ებრაელთა ხოცვა-ჟლეტაში დასდეს ბრალი და სასამართლოში უჩივლეს.

ვიკიციტატა
„მე მართალი ვარ, - განუცხადა ჟურნალისტებს ობერლენდერმა, - და ამას დავამტკიცებ!“

სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკუთარი უდანაშაულობისთვის ბრძოლას შესწირა და დაამტკიცა კიდეც.

თეოდორ ობერლენდერი 1998 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Oberländer-Prozess: Irrendes Gewissen. In: Der Spiegel 19/1960 4. Mai 1960, S. 23–24.
  • „Oberländer – Baustein oder Dynamit“, in: Der Spiegel 17/1954, 21. April 1954.
  • Hermann Raschhofer: „Der Fall Oberländer“ (Verlag Fritz Schlichtenmayer 1962, S. 137).
  • Werner Zschintzsch (Staatssekretär im Reichsministerium für Wissenschaft, Erziehung und Volksbildung) an den „Stellvertreter des Führers, Braunes Haus“, „Betrifft: Verwendung des Prof.Dr. Oberländer, zuletzt in Königsberg“ (Schreiben vom 22. Dezember 1937, Geschäftsz. III P-Kr.Eu/O.177.)
  • Schreiben von Karl Hermann Frank (Der Reichsprotektor in Böhmen und Mähren, in Vertretung) vom 29. Mai 1941 (Nr. 21-01-144/41), eingegangen an der Rechts- und Staatswissenschaftlichen Fakultät der Deutschen Karls-Universität in Prag am 13. Juni 1941 (Geschäftszahl 514).
  • Hans-Adolf Jacobsen: Nationalsozialistische Außenpolitik 1933–1938. Alfred Metzner Verlag 1968, S. 234-235.
  • „Tod im Ausschuß“, in: Der Spiegel 17/1960, 20. April 1960, S. 18

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]