თენგიზ ვერულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ ვერულავა
თენგიზ ვერულავა.jpg
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1966
მარტვილის რაიონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
იორკის უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჯანდაცვის ეკონომისტი
ექიმი
მწერალი
წოდება პროფესორი

თენგიზ ვერულავა (დ. 11 იანვარი, 1966, მარტვილის რაიონი) — ქართველი ექიმი, ჯანდაცვის ეკონომისტი, მწერალი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2005).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ ნოდარის ძე ვერულავა დაიბადა 1966 წლის 11 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტში. საშუალო სკოლა დაამთავრა სენაკში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1997 წელს — იორკის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), 2000 წელს — თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა სტაჟირება მაგდებურგის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში (გერმანია); 2000 წელს - სამედიცინო დახმარების ხარისხის მართვის, ჯანდაცვის დაფინანსების, ხარჯების შეკავებისა და ბიუჯეტირების კურსი (უტრეხტი ნიდერლანდები); 2007–2008 წლებში - ჯანდაცვის ეკონომიკისა და დაზღვევის, ფინანსური სტრატეგიის, რისკის მენეჯმენტის, მართული ჯანდაცვის კურსები (სკრენტონის უნივერსიტეტი. აშშ); 2011 წელს - ანდერაითინგის კურსი (ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტი. USAID)

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1990–1996 წლებში მუშაობდა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმად, სენაკის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად; 1996–2007 წლებში — სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მრჩეველი; 2007–2009 წლებში - სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარი კოორდინატორი; „ავერსის დაზღვევის“ სადაზღვევო პროდუქტების შექმნისა და გადაზღვევის სამსახურის უფროსი; 2015 წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი. 2015-2016 წლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსი.

1999 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2003 წელს გამოაქვეყნა ჯანდაცვის ეკონომიკის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. 2005–2011 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი; 2011–2012 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და „სადაზღვევო საქმე“ ხელმძღვანელი; 2010–2012 წლებში საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „თავისუფლების ბიბლიოთეკა” მთავარი რედაქტორი, 2015 წლიდან სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი. 2017 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის "პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში" სამეცნიერო ხელმძღვანელი.

თენგიზ ვერულავა არის 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის — მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების ავტორი. აქედან 16 სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში. გამოცემული აქვს წიგნები: „Health care system in Georgia“ (2001), "ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში" (2018) „ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა“ (2009), ჯანდაცვის პოლიტიკა (2016), ჯანდაცვის სოციოლოგია (2017), სადაზღვევო საქმე (2017), „ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები ნიდერლანდებში“ (2000), „ჯანდაცვის სისტემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში“ (2000), „ჯანდაცვის ეკონომიკა“ (2003).

თენგიზ ვერულავა არის ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Home Health Care Management & Practice სარედაქციო საბჭოს წევრი (შედის "SCOPUS”-ის სამეცნიერო ბაზაში), ბლოგი "ბურუსის" დამფუძნებელი.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად ეწევა ლიტერატურულ მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1984 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ჟურნალ „პირველ სხივში“. მოთხრობები იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალში „ცისკარი“. გამოცემული აქვს წიგნები: „გონების ოდისეა“ (1999), „გრანელი“ (2009), „პიკასო“ (2001), „Picasso“ (2002).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921). ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2018. http://catalog.nplg.gov.ge/
  • სადაზღვევო საქმე. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის სოციოლოგია. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. 2016 http://catalog.nplg.gov.ge/
  • ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა. საქართველოს უნივერსიტეტი. თბილისი. 2009. ISBN 9789994050758 [1]
  • Health care system in Georgia. Tbilisi, State Medical Insurance Company of Georgia, 2001. - ISBN: 99928-0-219-7 [2]
  • სოციალური და ჯანდაცვის სისტემის თავისებურებანი ნიდერლანდებში. სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია. თბილისი. 2000 [3]
  • ჯანდაცვის სისტემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (ავტორი). თბილისი, საარი, 2000. [4]
  • გრანელი: მოთხრობები. თბილისი, საუნჯე, 2009. ISBN: 978-9941-0-1250-1 [5]
  • პიკასო. თბილისი, საარი, 2001. ISBN: 99928-39-25-2 [6]
  • Picasso. Tbilisi, Saari, 2002. http://catalog.nplg.gov.ge/
  • გონების ოდისეა: მოთხრობები. თბილისი, საარი, 1999. http://www.nplg.gov.ge/

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]