თენგიზ აბუსერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ აბუსერიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი, 1945
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა ინჟინერი
ეროვნება ქართველი

თენგიზ აბუსერიძე (დ. 8 ნოემბერი, 1945) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ აბუსერიძე დაიბადა 1945 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ სამტრედიაში. მან 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში, გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მიწისქვეშა სამუშაოების ტრესტში, ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველად, შპს „მერცხლის“ პრეზიდენტად, სამმართველოს უფროსად, ცეკავშირის სამშენებლო სამმართველოს უფროსად.

მისი მონაწილეობით შესრულდა გარე ქსელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები ქალაქ თბილისის გლდანის, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიკრორაიონებში; აიგო წყალსადენი და გადასასვლელი ხიდი დუშეთის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სინთეტიკური და მწვანესაფარიანი საფეხბურთო სტადიონები — თბილისში, ლესელიძესა და გრიგოლეთში; წყალსათხილამურო კომპლექს „მალთაყვას“ ელექტროტაბლო — ფოთში, „მერსედეს-ბენცის“ მაღაზია-სალონი — ქალაქ თბილისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ.34., თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]