თემელ ქოთილი
თემელ ქოთილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Temel Kotil |
დაბადების თარიღი |
3 დეკემბერი, 1959 რიზე თურქეთი |
განათლება |
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი მიჩიგანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | გენერალური დირექტორი |
დამსაქმებელი | თურქეთის ავიახაზები |
თემელ ქოთილი (თურქ. Temel Kotil; დ. 3 დეკემბერი 1959, რიზე, თურქეთი) — თურქი საავიაციო ინჟინერი და თურქეთის ავიახაზების გენერალური დირექტორი 2005 წლის აპრილიდან.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქოთილი დაიბადა 1959 წლის 3 დეკემბერს რიზეს გიუნდოღდუს რაიონში. 1983 წელს დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (ITU) საავიაციო საინჟინრო დეპარტამენტის, 1986 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ან-არბორის ქალაქში მიჩიგანის უნივერსიტეტის „საავიაციო ინჟინერის“ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, 1987 წელს ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის მეორე სამაგისტრო პროგრამა დახურა და 1991 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის „მანქანათმშენებლობის“ დეპარტამენტში მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
ქოთილი, 1991-93 წლებში ITU-ს აერონავტიკის და ასტრონავტიკის ფაკულტეტზე „გაფართოებული კომპოზიტური ნაწილების ლაბორატორიის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო. ITU-ს აერონავტიკის და ასტრონავტიკის ფაკულტეტზე მუშაობდა, როგორც ასისტენტ პროფესორი და ასოცირებული პროფესორი, შემდეგ როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე და 1993-94 წლებში ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე.
სტამბოლის მეტროპოლიტი მუნიციპალიტეტის კვლევის, დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობის შემდეგ, 2001 წელს მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ილინოისის უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით ეკავა კვლევისა და საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა „Advanced Innovative Technologies Inc.“ ნიუ-იორკში.
ამჟამად სტამბოლის უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის დეპარტამენტში ასწავლის. ქოთილი დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი. აქვს გამოცემული ბევრი კვლევითი და სამეცნიერო ნამუშევარი.
კარიერა თურქეთის ავიახაზებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2003 წელს თურქეთის ავიახაზების ტექნიკური დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის თანაშემწედ დაიწყო თავისი კარიერა.
- 2005 წელს დაინიშნა თურქეთის ავიახაზების გენერალურ დირექტორად.
- 2006 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
- 2010 წელს ევროპის ავიახაზების ასოციაციის (AEA) დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
- 2014 წლის 1 იანვრიდან ევროპის ავიახაზების ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.[2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 სტამბოლის ტურიზმის სპეციალური ჯილდო.[3]
- 2014 წლის ავიაციის ლიდერის ჯილდო.[4]
- 2015 ავსტრიის ღირსების ორდენი.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თურქეთის ავიახაზების საიტზე ბიოგრაფია დაარქივებული 2013-12-31 საიტზე Wayback Machine.
- რეპორტაჟი თემელ ქოთილის შესახებ დაარქივებული 2010-08-23 საიტზე Wayback Machine.
- Airline Strategy ჯილდო დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2016-09-28.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-11. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ İstanbul Turizm Ödülleri sahiplerini buldu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-19. ციტირების თარიღი: 2016-06-19.
- ↑ THY Genel Müdürü Kotil'e "Air Transport News Ödülleri - Yılın Lideri Ödülü". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-13. ციტირების თარიღი: 2014-03-13.
- ↑ THY Genel Müdürü Kotil'e Avusturya’dan liyakat nişanı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-15. ციტირების თარიღი: 2016-02-15.