სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
İstanbul Teknik Üniversitesi
დაფუძნდა 1773[1]
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი
თანამშრომელი 2.134, 501 პროფესორი[2]
რექტორი მეჰმეთ ქარაჯა[3]
სტუდენტი 35,789[2]
მაგისტრანტი 2,281[2]
მდებარეობა სტამბოლი
ქალაქი სტამბოლი[4]
ქვეყანა
თურქეთის დროშა თურქეთი
კამპუსი 4 საქალაქო, 1 საგარეუბნო
ფერები მუქი ლურჯი და თაფლისფერი ყვითელი
კავშირები EUA,[5] TIME,[6] CESAER ასოციაცია,[7] EAIE[8] ATHENS[9]
თილისმა ფუტკარი
itu.edu.tr

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქ. İstanbul Teknik Üniversitesi; ITU) — საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. არის მსოფლიოს მესამე უძველესი ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო მეცნიერებების დარგში. უკანასკნელ ხანებში სპეციალიზირებულია სოციალურ მეცნიერებათა დარგშიც და ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება თურქეთში.[10] 2009 წლის QS-ის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგის მიხედვით, საინჟინრო-ტექნოლოგიის დარგში, ეკავა 108-ე ადგილი მსოფლიოში და 1-ლი ადგილი ქვეყნის მასშტაბით.[11] უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული გამხდარა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი, „ITUSpor“, თამაშობს თურქული საკალათბურთო მეორე ლიგაში.

უნივერსიტეტს აქვს 39 საბაკალავრო, 144 სამაგისტრო პროგრამა, 13 კოლეჯი, 346 ლაბორატორა და 12 კვლევითი ცენტრი. მოსწავლე-ფაკულტეტის თანაფარდობაა 12:1.[12]

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Taşkışla-ს კამპუსის მთავარი შენობა
ITU-ს სულეიმან დემირელის კულტურის ცენტრი
სალექციო ჰოლი

სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის სტრუქტურა შეესაბამება აშშ-ს კოლეჯების სტრუქტურას, სადაც თითოეული ფაკულტეტი შედგება ორი ან მეტი დეპარტამენტისგან.

სამოქალაქო ინჟინერიის კოლეჯი
  • სამოქალაქო საინჟინრო საქმე
  • Geomatics საინჟინრო
  • გარემოს ინჟინერია
არქიტექტურის კოლეჯი
  • არქიტექტურა
  • ურბანული და რეგიონალური დაგეგმარება
  • სამრეწველო პროდუქტის დიზაინი
  • შიდა არქიტექტურა
  • ლანდშაფტური არქიტექტურა
მანქანათმშენებლობის კოლეჯი
  • მექანიკური ინჟინერია
  • საწარმო ინჟინერია
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის კოლეჯი
  • ელექტრო ინჟინერია
  • კონტროლის ინჟინერია
  • ელექტრონიკის და საკომუნიკაციო ინჟინერია
ინფორმატიკის კოლეჯი
  • კომპიუტერული ინჟინერია
  • საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (ერთობლივი პროგრამა SUNNY)
სამთო კოლეჯი
  • სამთო საქმე
  • გადამამუშავებელი ინჟინერია
  • გეოლოგიური ინჟინერია
  • ნავთობის და ბუნებრივი აირის ინჟინერია
  • გეოფიზიკური ინჟინერია
ქიმიური და მეტალურგიული ინჟინერიის კოლეჯი
  • ქიმიური ინჟინერია
  • მეტალურგიის და მასალების ინჟინერია
  • კვების ინჟინერია
  • ბიოინჟინერია (UOLP)
გემთმშენებლობის და ოკეანის ინჟინერიის კოლეჯი
  • გემთმშენებლობა და საზღვაო ინჟინერია
  • გემთმშენებელი და ოკეანის ინჟინერია
მეცნიერებათა და ლიტერატურის კოლეჯი
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • მოლეკულარული ბიოლოგია და გენეტიკა
  • უმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა
  • საინჟინრო მეცნიერებები
აერონავტიკის და ასტრონავტიკის კოლეჯი
  • საავიაციო ინჟინერია
  • ასტრონავტიკის ინჟინერია
  • მეტეოროლოგია
მართვის კოლეჯი
  • საინჟინრო მართვა
  • სამრეწველო ინჟინერია
  • ეკონომიკა
საზღვაო კოლეჯი
  • საზღვაო ინჟინერია
  • საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა
ტექნოლოგიები და დიზაინი
  • ტექსტილი
  • მოდის დიზაინი
  • ტექსტილის განვითარება და მართვა

ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ITU-ს გააჩნია ბევრი კვლევითი ჯგუფები.აქ ჩამოთვლილია:

  • ენერგეტიკის ინსტიტუტი
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • ინფორმატიკის ინსტიტუტი
  • ევრაზიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • მოლეკულური ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და გენეტიკის კვლევის ცენტრი (MOBGAM)[13]
  • ARI Technopolis[14]
  • სატელიტური კომუნიკაციების და დისტანციური ზონდირების ცენტრი[15]
  • უმაღლესი გამოთვლების ეროვნული ცენტრი[16]
  • Rotorcraft-ის კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი (ROTAM)[17]
  • მეხატრონიკის განათლებისა და კვლევის ცენტრი (MEAM)[18]
  • კატასტროფების მართვის ცენტრი[19]
  • პროფ. ადნან თექინის მასალების მეცნიერების და წარმოების ტექნოლოგიების გამოყენებითი კვლევების ცენტრი (ATARC)[20]
  • საბინაო კვლევისა და განათლების ცენტრი
  • ქალთა კვლევების სამეცნიერო ცენტრი, საინჟინრო და ტექნიკა

დაგეგმილი კვლევის ცენტრის პროექტები:[21]

  • სატრანსპორტო საშუალებების კვლევის ცენტრი
  • RF/შერეული სიგნალის გენერაციის კვლევის ცენტრი
  • ნანოტექნოლოგიური და ნანოტექნოლოგიის კვლევის ცენტრი

და ბოლოს, ITU-ს ასევე აქვს შემდეგი დეპარტამენტები/საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც არ უკავშირდება რაიმე ფაკულტეტს, მაგრამ არსებობს, როგორც დამოუკიდებელი დეპარტამენტი. ესენია:

  • უცხო ენების სკოლა
  • სახვითი ხელოვნების სკოლა
  • ფიზიკური განათლების სკოლა
  • თურქული კლასიკური მუსიკის სახელმწიფო კონსერვატორია
  • მოწინავე მუსიკალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İTÜ/BİDB Bilgi İşlem Daire Başkanlığı - DGMND. İstanbul Teknik Üniversitesi. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-05. ციტირების თარიღი: 2016-05-25.
  3. İTÜ Bilgi İşlem Daire Başkanlığı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  4. İTÜ/BİDB Bilgi İşlem Daire Başkanlığı - DGMND. İstanbul Technical University - Home. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  5. ITU INTERNATIONAL OFFICE PAGES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  6. ITU INTERNATIONAL OFFICE PAGES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  7. ITU INTERNATIONAL OFFICE PAGES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  8. ITU INTERNATIONAL OFFICE PAGES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  9. ITU INTERNATIONAL OFFICE PAGES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  10. World Oldest Universities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-15. ციტირების თარიღი: 2016-05-25.
  11. http://www.topuniversities.com/university-rankings/world-university-rankings/2009/subject-rankings/technology
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2016-05-25.
  13. DR. ORHAN ÖCALGİRAY MOLEKÜLER BİYOLOJİ-BİYOTEKNOLOJİ VE GENETİK ARAŞTIRMA MERKEZİ Ana Sayfa. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  14. Ana Sayfa - İTÜ ARI Teknokent. İTÜ ARI Teknokent. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2016-05-25.
  16. UHeM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2016-05-25.
  18. ITU Mechatronics Education and Research Center. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  19. İTÜ AFET YÖNETİM MERKEZİ Main Page. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  20. I.T.U. Prof. Dr. Adnan Tekin Material Sciences And Production Technologies Applied Research Center –. ციტირების თარიღი: 3 July 2015.
  21. http[მკვდარი ბმული]://www.itu.edu.tr/DataFiles/Dosya/2013/2013%20Kurumsal%20Mali%20Durum%20ve%20Beklentiler%20Raporu%20PDF.pdf[მკვდარი ბმული]