თელავის საცხოვრებელი სახლი (9 აპრილის 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს 9 აპრილის ქუჩაზე (№ 1). თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შენობა ქუჩისკენ მიმართულია ვიწრო ფასადით, რომლებსაც კიდეებში პილასტებრისებრი შვერილები აუყვება, მათ შორის მოქცეული სიბრტყე თანაბარი მანძილებით დაცილებული, მშვილდისებრთაღიანი სამი თაღითაა დანაწევრებული. განაპირა შეღრმავებაში გაჭრილია თით სწორკუთხა სარკმელი. სახლს, ეზოს მხარეს, გასდევს ხის,გადახურული აივანი, რომელსაც ჭვირული მოაჯირი აქვს. აივნის ნაწილი მოგვიანებით შეუმინავთ. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით. ეზოს მხარეს გამავალი კარ- სარკმელების ღიობები ერთმანითისგან გამიჯნულია პილასტრის მსგავსი შვერილებით, რომლებზეც მშვილდისებრი პროფილირებული თაღებია გადაყვანილი. სახლს აქვს სამეურნეო დანიშნულების ნახევარსარდაფი. სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]