შინაარსზე გადასვლა

თელავის საცხოვრებელი სახლი (26 მაისის ჩიხი 10)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. რომელიც მდებარეობს 26 მაისის ჩიხში (N 10). თარიღდება XIX საუკუნის შუა ხანებით.

სახლი ორსართულიანია. ნაშენია კვადრატული აგურით. აქვს ხის აივანი, აჟურულად დამუშავებული მოაჯირითა და ფრიზით. სვეტები და სვეტისთავები წახნაგოვანია. კარ-სარკმელები მშვილდისებრი  თაღითაა გადახურული. კედლების სისქე სიძველეზე მიანიშნებს. სახლის მეორე სართულის აივანი ეყრდნობა აგურით ნაშენ მძლავრ ბურჯებს. პირველი სართულის წინ ღია ტერასაა, რომელზეც აგურია დაგებული. შენობა გადახურულია კრამიტით.