თელავის საცხოვრებელი სახლი (ნ. ბარათაშვილის 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (№ 1). აგებულია 1916 წელს.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურისა და რიყის ქვის წყობის მონაცვლეობით. შენობა ბარათაშვილის ქუჩაზე გრძივი, ერთსართულიანი ფასადით გამოდის. იგი დანაწევრებულია მშვილდისებრი თაღით გადახურული რვა სარკმლით და ერთი კარით. ცხაურები ლითონისაა, ორნამენტული. სახლის ფასადი დასრულებულია მართკუთხა პარაპეტით, რომელზედაც აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ნიშებია. პარაპეტის ცენტრში, თაღოვანი დაბოლოებით აქცენტირებულ ნაწილში, 1916 წელია გამოკვეთილი. შენობა, უკანა ეზოსპირა ფასადით, ჩოლოყაშვილის ქუჩას გადის. აქედან სახლი ორსართულიანია, ძველი ნაწილები აქ ძლიერ არის გადაკეთებული. შემორჩენილია ავთენტური ლითონის კიბეები. გადახურვის ნაწილი კრამიტისაა, ნაწილი - შიფერის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3