თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 98)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 98). აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

სახლი ქუჩის მხარეს ერთსართულიანია, ეზოსკენ - ორსართულიანი ნაგებია აგურით. სახლში ოროთახიანი ბინაა განთავსებული. ინტერიერში შენარჩუნებულია სამყურა სარკმელების ალათები და ძველი განჯინები. სახლიმთავარი ფასადით ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის. ფასადზე ორი სარკმელი და საარბაზოს კარია. სარკმელებიც და კარიც სწორკუთხა საპირეებშია ჩასმული. თავად ღიბების თავსართი მორკალულია. სარკმელებს ქვემოთ, კედელი, ერთ დონეზე განლაგებული, შეზნექილი მართკუთხედებით ნაწევრდება. მათ ქვემოთ კი, სარდაფის ნახევარფანჯარებია განთავსებული. სადარბაზოს კარი ხისაა, დამუშავებულია კვეთილობით. კარის თავზე, ორნამენტული დეტალებით მორთული ლითონის მარკიზია. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით, რომლის ზედაპირე ორფერი ( მუქი და ღია წითელი) აგურის წყობით არის გამოყვანილი. ეზოს მხარეს ზის ჭვირული აივანია, რომელიც აგურის მძლავრ სვეტებს ეყრდნობა. სარდაფიდან, ეზოს მხარეს გაჭრილია რამდენიმე სწორკუთხა ღიობი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]