თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 12)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 12). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ატარებს ამპირის სტილის ნიშნებს.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. პირველი სართული სავაჭრო რიგს უკავია, რაზეც მიგვანიშნებს დიდი, სწორკუთხა ღიობები. მეორე სართული საცხოვრებელია, ოთხი სწორკუთხა სარკმლით გახსნილი. სარკმლების თავსართები, აგურის წყობით, რკალურად არის დეკორატირებული. პარაპეტი აგურისავე წყობაში შეღრმავებული მართკუთხედებით (იმპოსტებით) ნაწევრდება. სარკმლებს შორის და კუთხეებზე აგურის რუსტიკის მოტივია ჩართული. ფასადის ცენტრალურ ნაწილში კარია, რომლის წინ მცირე ზომის, ლითონის აივანია შეკიდული. ეზოს მხარეს ხის ორი აივანია. მათ შორის ერთი ძველია, რომელსაც ჭვირული დეკორის მცირე ნაწილი შემორჩა. გვერდითი ფასადი შერეული წყობით არის ნაშენი და სამკუთხა ფრონტონით ბოლოვდება. სახლი გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა რესტავრაცია (პროექტის ავტორი, არქიტექტორი, ვ. ბასილიძე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]