თეთრულა
იერსახე
თეთრულა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Alburnus alburnus | |||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 789 | |||||||||
|
თეთრულა (ლათ. Alburnus alburnus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. პელაგური, ქარავნული თევზია. სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. წონა 60 გ. გავრცელებულია აზოვის, ბალტიისა და შავი ზღვების აუზის მდინარეებში, აგრეთვე კასპიის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის მდინარეებსა და თეთრის ზღვის სანაპიროზე. უპირატესობას ანიჭებს მდოვრე წყალს. დიდი რაოდენობითაა წყალსაცავებში. საქართველოში გვხვდება რიონში, ტეხურში, ენგურში, ჭურიაში და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მრავლდება მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. იკვებება პლანქტონითა და წყალმცენარეებით. სარეწაო ობიექტია. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.