შინაარსზე გადასვლა

თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე-პავლეს ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობს ავლაბარში, ამავე სახელობის სასაფლაოზე, თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზის გადაღმა. აიგო XIX საუკუნის II ნახევარში. ავლაბარში ეკლესიისაკენ (სასაფლაოსაკენ) მიმავალ ქუჩას „პეტრე-პავლეს“ სახელი ერქვა XIX საუკუნის II ნახევრიდან XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე (ახლანდელი ნიკიფორე ირბახის ქუჩა).