ნიკიფორე ირბახის ქუჩა
იერსახე
| ნიკიფორე ირბახის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| უბანი | ავლაბარი |
| წინა სახელები | პეტრე-პავლეს ქუჩა, ივანე ფიოლეტოვის ქუჩა |
ნიკიფორე ირბახის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ავლაბრის მოედნიდან ნასაკირალის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პეტრე-პავლეს ქუჩა (მიემართებოდა პეტრე-პავლეს ეკლესიისკენ), 1923 წელს — ივანე ფიოლეტოვის (გრძელდებოდა და მოიცავდა ახლანდელი ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის ნაწილს), 1993 წელს კი ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) სახელი ეწოდა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.