თარგის განხილვა:სიახლეები
|
განხილვა
[წყაროს რედაქტირება]პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი (სურათზე) და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. - ეს ინფორმაცია ამოსაღებია, რადღან უფრო საინფორმაციო საიტის სპეციფიკა აქვს ვიდრე ვიკიპედიის. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:19, 21 მაისი 2013 (UTC)
- მაშ რატომ გაგვაქს საერთოდ ამ ტიპის ინფორმაციები? გადახედე ძველ ვერსიებს, პაატა. --მიხეილ მიწერა 14:07, 21 მაისი 2013 (UTC)
- სასამართლოს რომ მაგათთვის სასჯელი შეეფარდებინა მაშინ კი, მარა ჯერ მხოლოდ ბრალდებულები არიან შესაბამისად ამ ეტაპზე არაა იმ მაშტაბის მოვლენა რომ მანდ გამოვიტანოთ. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:43, 22 მაისი 2013 (UTC)
- რა პრინციპს ეფუძნება ეგ განცხადება? ჩვენ ჯერ-ჯერობით ვიკისიახლენის ფილიალი არ გვაქვს და ამიტომ ასე მაინც შეიძლება რაღაც ინფორმაციის განახლება. ვანო კი არა, პუტინი რომ დააკავონ და ბრალდება წაუყენონ, მაგაზეც უნდა დაიწეროს და იმაზეც ცალკე, თუ გაასამართლებენ :) --H.McC. განხილვაწვლილი 08:01, 22 მაისი 2013 (UTC)
ქალი-პრეზიდენტს დეფისი სჭირდება?--Tornike 10:00, 27 იანვარი 2014 (UTC)
გარდაცვლილები
[წყაროს რედაქტირება]ამ თარგში რამე ქვეთარგი ხომ არ ჩავსვათ, როგორც ინგლისურ ვარიანტშია და გარდაცვლილები იქ ავღნიშნოთ? თორემ ეს თარგიც გვიჭრელდება გარდაცვლილებით (მე მგონია, სწორედ მაგ აჭრელების გამო იყო, რომ ქვემოთ გადაიტანეს ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა). --Abandoner განხილვაწვლილი 16:07, 6 ივნისი 2017 (UTC)
მიმდინარე მოვლენები
[წყაროს რედაქტირება]გამიჩნდა იდეა, რომ დავამატოთ ველი „მიმდინარე მოვლენები“, რომელშიც ასახული იქნება მოცემულ დროს მიმდინარე ყველაზე ცნობილი მოვლენები. მაგ. დღეს ყვითელი ჟილეტების მოძრაობა საფრანგეთში. გიო ოქრო 09:59, 6 დეკემბერი 2018 (UTC)
- სიახლეებისაგან რით განსხვავდება? Deu. 10:01, 6 დეკემბერი 2018 (UTC)
- უფრო სწორად „აქტუალური მოვლენები“. მაგ. ყვითელ ჟილეტებზე რას დაწერ? ეს ერთდჯერადი არ არის. გრძელდება კვირების განმავლობაში. შესაბამისად ცალკე სექციაში იქნება თუ მხარს დაუჭერთ. ინგლ., რუს., ფრანგ., და სხვ. ვიკის აქვს მაგალითად. გიო ოქრო 11:16, 6 დეკემბერი 2018 (UTC)
- მაგ სექციაში განთავსდება მიმდინარე სპორტული მოვლენები (ოლიმპიადა, ლიგა, ჩემპიონატი; მრავალდღიანი). გიო ოქრო 11:22, 6 დეკემბერი 2018 (UTC)
- უფრო სწორად „აქტუალური მოვლენები“. მაგ. ყვითელ ჟილეტებზე რას დაწერ? ეს ერთდჯერადი არ არის. გრძელდება კვირების განმავლობაში. შესაბამისად ცალკე სექციაში იქნება თუ მხარს დაუჭერთ. ინგლ., რუს., ფრანგ., და სხვ. ვიკის აქვს მაგალითად. გიო ოქრო 11:16, 6 დეკემბერი 2018 (UTC)
ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში
[წყაროს რედაქტირება]@Mehman97: — ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში 2018 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა, დღეს 19 დეკემბერია. კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოს მისი სურათი გამოჭენებული მთავარ გვერდზე. სირცხვილია!!!-ცანგალა 15:10, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
- სირცხვილი ისაა, რომ განახორციელო ცვლილება და არ დაფიქრდე შედეგზე, არ შეამოწმო შედეგი — აი ესაა სირცხვილი. სურათის ამოგდების შემდეგ, ვიკიპედიის მთავარი გვერდი რას დაემსგავსა თუ შეამოწმეთ? არამგონია. სურათის შეცვლა თუ გსურთ და არ გსიამოვნებთ ეს პირი, მაშინ შემოიტანეთ ახალი ნიუსი სიახლეებში წესების დაცვით და განაახლეთ სურათი. მანამდე კი ეს იქნება. --Mehman 97 15:14, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე მხოლოდ სურათი ამოვიღე. ამ პიროვნების სიამოვნება რა შუაშია. ძველი ინფორმაციაა და მორჩა. მე რას გავაკეთებ ახალ სიახლეებში შენი საქმე არ არის. ცოტა ვულგარულად ხომ არ გამოგდის საუბარი. თავი შეიკავე.--ცანგალა 15:19, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
- ვულგალურად არაფერიც არ გამოდის, სად ხედავთ ვულგარულ ლაპარკს? თქვენ თქვით სირცხვილია ის რაც სიახლეებშია, მე გიპასუხეთ სირცხვილია ის, რასაც ცვლით და შედეგს არ ამოწმებთ, და მართლა თუ შეამოწმეთ თქვენი ცვლილების შემდეგ მთავარი გვერდი? და თუ მოგეწონათ შედეგი? თარგი:სიახლეები-ში განხორციელებული ყველა ცვლილება ჩემიც, თქვენიც და ყოველი ვიკიპედიელის საქმეა! თუ არ გსურთ ამ თარგის განახლება, მაშინ ნუ დააზიანებთ მაინც. --Mehman 97 15:34, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე მხოლოდ სურათი ამოვიღე. ამ პიროვნების სიამოვნება რა შუაშია. ძველი ინფორმაციაა და მორჩა. მე რას გავაკეთებ ახალ სიახლეებში შენი საქმე არ არის. ცოტა ვულგარულად ხომ არ გამოგდის საუბარი. თავი შეიკავე.--ცანგალა 15:19, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
გეთანხმები ცანგალა, რომ სურათის დიდხანს გაჩერება მთავარ გვერდზე არაა ლამაზი (სირცხვილი ნამდვილად არაა), მაგრამ გამოსავალი ის არ არის რაც მოხდა. გამოსავალია ახალი ამბები დავამატოთ და ფოტოებიც ასევე ვცვალოთ. მადლობა!--ჯაბა 1977 16:11, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
შარლ მიშელი
[წყაროს რედაქტირება]@Jaba1977: შარლ მიშელის თანამდებობიდან მართლა გადადგა? სხვა ვიკის სტატიებში არაფერი წერია და მაგიტო დამაინტერესა. გიო ოქრო 12:47, 8 იანვარი 2019 (UTC)
- 18 დეკემბრის სიახლეებს გაეცანი ასევე ინგლისურ ვიკიპედიაში მისი ბიოგრაფიიდან ციტატა:
„On 18 December, he presented his government's resignation to the King. The King accepted Michel's resignation on 21 December after consulting party leaders.“
|
ერთსაც აქვს წყარო და მეორესაც. --ჯაბა 1977 13:54, 8 იანვარი 2019 (UTC)
- ვააა, ინფოდაფებში არაფერი უწერიათ უცხო ვიკიპედიებს და მაგიტო დავეჭვდი. მადლობა. გიო ოქრო 13:56, 8 იანვარი 2019 (UTC)
ნეკროლოგი?
[წყაროს რედაქტირება]ნეკროლოგების დაფას უფრო გავს ამჟამინდელი სიახლეების რუბრიკა. — Mikheil მიწერა 08:57, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- ზუსტად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა მეც--დათო1010 08:59, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- სულ მცირე, შავი პრინცი მაინც ამოსაღებია. — Mikheil მიწერა 09:00, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- გეთანხმებით. სულ ასე არ არის. მე უკვე შევეგუე. -ცანგალა 09:01, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- სულ მცირე, შავი პრინცი მაინც ამოსაღებია. — Mikheil მიწერა 09:00, 6 თებერვალი 2019 (UTC)
სულ ასე ნამდვილად არ არის. ეს შენი მორიგი მონაგონია ცანგალა. სიმართლე გითხრათ მეც არ მომწონს სამი ნეკროლოგი. --ჯაბა 1977 14:21, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- ჩემი აზრით უნდა დარჩეს მნიშვნელოვანი გარდაცვალებები. ასეთი კი პირველ სამში მხოლოდ გურანდა გაბუნიაა. გიო ოქრო 14:30, 6 თებერვალი 2019 (UTC)
გეთანხმები. განვტვირთე ცოტა. --ჯაბა 1977 15:11, 6 თებერვალი 2019 (UTC)
- ჯაბა, მე არაფერს არ ვიგონებ. გადახედე სიახლეების ისტორიას და დაინახავ თითოეული გარდაცვლილის ნეკროლოგს თავისი სურათით. რამდენ ხანს აჩერებთ. --ცანგალა 15:38, 6 თებერვალი 2019 (UTC)
სულ ერთხელ ატეხე ამბავი ვიღაცის ფოტოზე „ორმოცამდე ხომ არ გექნებათ ფოტოო“ და თან შენ არ ხარ ის ადამიანი რამეს შეეგუო. გარდა ამისა არავის დაუშლია და შენც შეგიძლია გააკეთო. ნურავის ნუ დაავალდებულებ, ვიკიპედია მოხალისეობრივ პრინციპზე აგებული. მოკლედ პოპულიზმს თავი დავანებოთ და საქმეს მივხედოთ. მე ერთი ნეკროლოგი უკვე ამოვიღე. --ჯაბა 1977 15:54, 6 თებერვალი 2019 (UTC)
მძევალი
[წყაროს რედაქტირება]სტატიაში 43 წერია და 18 რომელი წყაროთია? ხომ არ აჯობებს დავწეროთ, რომ 500 000 დოლარი მიიღო და მიიმალა? გიო ოქრო 17:51, 22 ოქტომბერი 2020 (UTC)
ლდნრ-ის აღიარება
[წყაროს რედაქტირება]ამგვარი ფორმულირება არასწორია. იხ. https://www.bbc.com/news/live/world-europe-60454795
„He's signed the documents and asked the Russian parliament to ratify the decision as soon as possible.“
|
ანუ, დოკუმენტს სჭირდება რატიფიცირება დუმის მიერ, მანამდე „რუსეთის აღიარებად“ არ ითვლება. გიო ოქრო 20:15, 21 თებერვალი 2022 (UTC)